“ბარსელონას” ახალგაზრდა მცველმა, მუსა ვაგემ, სენეგალის ნაკრებში გამოძახების შემდეგ კატალონიური გუნდის ოფიციალურ მედიასთან ისაუბრა.
“ბარსა ბ”-ში რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარე და ძირითად გუნდში გამოსვლის შანსი მომეცა. დებიუტი შესანიშნავი გრძნობა იყო.
კლუბში მითხრეს, რომ თუ ბევრს ვიშრომებდი, პირველ გუნდში თამაშის საშუალება მექნებოდა და კარგია, რომ ეს მომენტი გამოვიყენე.
ახალ თანაგუნდელებთან ერთად ბევრს ვსწავლობ და ვფიქრობ, აქ მოსვლის შემდეგ ბევრად უფრო გავძლიერდი.
“ბარსელონაში” პირველი სენეგალელი ფეხბურთელი ვარ. ამით ვამაყობ. ჩემს ქვეყანაშიც ამაყობენ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
მსოფლიოს თასზე გატანა ჩემი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.
სენეგალი აფრიკის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ბევრი ძლიერი კონკურენტი გვყავს. ვეცდებით, სტატუსი გავამართლოთ და ტურნირზე, რაც შეიძლება, შორს წავიდეთ”. – თქვა ვაგემ.




არ ვიცი, რატომღაც მგონია რო არგენტინა წარმეტებას მიაღწევს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიას ვინმე სხვა გააგდებს
უკაცრავად მაგრამ ჯერ გადაამოწმე ხოლმე რაღაცები და მერე "მლანძღე"…
რადგან დავწერე რომ ვადეიკმა თუ აიღო არ ჩავთვლი უსამართლოდ თქო ესეიგი მესი მეზიზღება? რა ლოგიკაა ოღონდაც… ალბათ პირველად წაიკითხრ ჩემი კომენტარი თორემ მსგავსი აზრი აქ არავის გასჩენია… ძაან უაზრო კომენტარია და ვეცდები არ აგყვე… არც ბოღმა ვარ ,არც დაფარულად ვსაუბრობ და არც მოძულე არ ვარ მითუმტეს მესის <3
ვალოდას რო თავი დავანებოთ, რაკიტიჩ-მაკიტიჩები, კუტუნიო, ალბა დირკა, ბუსკეცა, და საერთოდ ერთი კაცის(მესის) აქამდე მოთრეული გუნდი, ამ თასის აწევას ნაღდად არ იმსახურებდა. როცა ერთ მეტრში ხარ ბურთთან და 9 მეტრიდან გასწრებს მეტოქე, რაღაზეა საუბარი. ბართომ ყველაფერი დავტოვოთ ისეო, ვისაც არ მოგწონთო, ცივი წყალი დალიეთო. მესი მეცოდება, აქ ერთი მადრიდისტა შემოდის, ვითომ რაღაცნაირი თუ იმნაირი. სინამდვილეში კომუფლაჟიანი ბოღმა. ოღონდ მესიმ არ აიღოს ოქროს ბურთი და თუ გინდა კალათბურთელს მიცენ. მენტორის როლი მოირგო ამ საიტზე. ახალგაზრდა კულეები ემოციურად გამოხატავენ თავის აზრს, თავის საიტზე. ეს კიდევ ქირქილებს აქ. პირდაპირ არ იძახის სათქმელს ,მარა აშკარაა როგორი მოძულეა, ბარსასი და კერძოდ მესის. მე მაგალითად აღვფრთოვანებულვარ რონალდოს მართლა გამორჩეული თამაშებით. მაგრამ ეს, რაც უფრო უკეთესად თამაშობს მესი, მით უფრო ,,ნევიჟუს" აკეთებს. კაცს ფეხბურთის სიყვარულზე პრეტენზია გქონდეს და მესი გძულდეს?
კოპა რო ვერ მოიგოს ვის უნდა მისცენ? ვან დეიკი? ძაან შეტენვა იქნება და აშკარად დაჩაგვრა მესის, ამიტო არამგონია მაინც მესის მისცემენ. ვან დეიკს არაფერი გაუკეთბია მესიზე მეტი, ლიგა კიდე ბევრჯერ არ მოუგია მესის არც სხვა ფეხბურთელებს მაგრამ კი აიღეს ოქროს ბურთები, თ სადმე სამართალი არსებოსბ ლეოზე მეტად არავინ იმსახურებს მაგ ჯილდოს.