ნიგერიელი თავდამსხმელი, ასისატ ოშოალა, დღეიდან “ბარსელონას” ქალთა გუნდის საკუთრებაშია. Goal.com-ის ცნობით, მან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
24 წლის ფეხბურთელი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, კატალონიურ გუნდში იჯარით ჩინური “დალიან ქუანძიანიდან” თამაშობდა. მან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა.
ქალთა გუნდს წელს ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ლიგის ფინალიში თამაშის გარდა, ფრან სანჩესის მიერ გაწვრთნილმა შემადგენლობამ ესპანეთის ჩემპიონატის დომინანტ მადრიდის “ატლეტიკოს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ბლიად
მეც და გინება ავტეხე სანამ არწავიკითხე არსად არმინაცია ეგ 😂😂😂
ქალი ყოფილა მე კიდე ბიჭი მეგონა
