მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი: სილესენი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სათადარიგო მეკარე იყოს

რონალდ კუმანი: სილესენი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სათადარიგო მეკარე იყოს

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდ კუმანმა თავის თანამემამულეზე, იასპერ სილესენზე ისაუბრა.

“თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა. სილესენი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სათადარიგო მეკარე იყოს. მან ერთი წელი გაატარა შანსის მიღების მოლოდინში, მაგრამ ტერ შტეგენის სტაბილურობა საქმეს ართულებს.” – ციტირებს რონალდ კუმანის სიტყვებს Marca.

ჰოლანდიელი მეკარე “ბარსელონაში” 2016 წლიდან ირიცხება. მან მხოლოდ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, შემდეგი სეზონიდან იასპერ სილესენი სხვა გუნდის ღირსებას დაიცავს. მისი შეძენით “ბენფიკა” არის დაინტერესებული, პორტუგალიელები, 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს იხდიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • მურმანი
    schedule 23 მაი 2019, 10:27

    100% კარგ გრანდში გადავიდეს ინტერში ნაპოლში იუნაიტედში (თუ დე ხეა გაყიდეს) არსენალი. წარმატებები სადაც არ უნდა წახვიდე "კედელო"

  • M10 S9 D11
    schedule 23 მაი 2019, 01:17

    უნდა წავიდეს მართლა ცოდოა ზამენაზე