“მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელები აცხადებენ, რომ ისინი ანტუან გრიზმანისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” არ შეეცილებიან.
პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ბარსელონას” შეუძლია მშვიდად იყოს. ანტუან გრიზმანის დამატებით დაინტერესებულნი არ ვართ, რადგან მისი შეძენა არ შეგვიძლია.”
თომას ტუხელი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის, გრიზმანის ყიდვა არარეალურია. სხვა პრიორიტეტები გვაქვს და დაცვა უნდა გავაძლიეროთ.”
გვარდიოლასა და ტუხელის ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
თუ ესპანელი და გერმანელი მწვრთნელები სიმართლეს ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ გრიზმანისთვის მხოლოდ “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი” იბრძოლებენ.




გრიზმანის ფანი არცმევარ მაგრამ სადაც დემბელეა გუნდშიი რომელსაც მხოლოდ სირბილი შეუძლია იქ გრიზმანიც არაფერს დააშავებს ბოლობოლო პასიც აქვს დრიბლინგიც და შესრულებაც მაგრამ რაღაც მაინც აკლია და იმედია ბარსაში იპოვის იმ რაღაცას
მითუმეტეს რო ლალიგასთან ადაფტირებულია მშვენივრად იმავე დემბელე კოუტინიოსგან განსხვავებით ისე კოუტინიოს გაშვება არ მინდა ნორმალური მწვრთნელი მას ძველ კოუტინიოდ აქცევს
აჰა ჩვენია რაა და უაზრო ჭორების დადებას კიდე მოტჩით ხოლმე კომენტარებში დე ლიხტმა დაგვადო გრიზმანმა გვიღალატა და ეგეთი სისულელეების წერას