“ბარსელონა” პაუ ლოპესის შეძენასთან ახლოსაა

“ბარსელონა” პაუ ლოპესის შეძენასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ესპანელი გოლკიპერი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდება.

Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ბეტისის” მეკარის, პაუ ლოპესის ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს დაახლოებით 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ლოპესი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში იასპერ სილესენს შეცვლის, რომელიც ზაფხულში კლუბის დატოვებს გეგმავს.

პაუ ლოპესი “ბეტისის” რიგებს 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 34 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ცხრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    schedule 12 მაი 2019, 00:49

    მესის რამოსზე მეტად ეს მეკარე ეზიზღება და ვარჯიშებზე თუ გინდათ რო გაერთოს მოიყვანეთ მარა ესპანიოლის ყოფილ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს დაანებეთ რა თავი თორე რა გვიქნეს ვნახეთ აგერ

  • M10 S9 D11
    schedule 11 მაი 2019, 23:31

    რა პაუ ლოპესი რაც მაგან მესის გაუკეთა რა ნამუსით უნდა მოიყვანონ ბარსაში

  • nika 54
    schedule 11 მაი 2019, 21:58

    35 მილიონი სათადარიგო მეკარეზე? და სილესენს როგორ ყიდიან ოცდაათად?

  • nikabarca
    schedule 11 მაი 2019, 21:41

    Vinme ufasod rom naxon kargi iqneba,tan am mekares k argi urtiertoba ar aqvs mesistan

  • Ikks
    schedule 11 მაი 2019, 21:40

    ციტატა: Wtf man
    კაი მეკარეა სკამისთვის ძალიან მარა დათამხმდება კი სკამზე ჯდომას?


    35 მილიონად სკამის მეკარე ? ან ასეთი ახალგაზრდა რად უნდათ :/

  • Archie
    schedule 11 მაი 2019, 21:12

    ეს ის არ არის მესის ხელზე რო დაახტა შიპებით და რომ აგინებდა ესპანიოლში თამაშისას?!

    გრიზმანმა უკანალი დაგვანახა ამან გვაგინა. მოკლედ თავმოყვარეობის ნატამალიც აღარ შეირჩინეს. გუნდს კრუიფის dream team ის დროიდან ვბალეშიკობ მაგრამ ასე მხოლოდ მილანთან ფინალის წაგება გამიტყდა

    მაშინაც მილანს წამყვანი 4 ფეხბურთელი აკლდა და მაშინაც 0-4 წავაგეთ

  • Ikks
    schedule 11 მაი 2019, 20:15

    გაგიჟდება მესი სიხარულით ))))))))))

  • king artthur
    schedule 11 მაი 2019, 19:59

    აუ ეს აბიდალი რაღამ გამოარამოსა