“ბალაიდოსზე”, ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ მიმდინარე შეხვედრაში ერნესტო ვალვერდეს უსმან დემბელეს შეცვლა მოუხდა და მის ნაცვლად მოედანზე ალექს კოლადო შეუშვა, რომლისთვისაც ეს ძირითად გუნდში გამოძახების პირველი შემთხვევა და შესაბამისად, დებიუტიც იყო.
ესპანელი ფეხბურთელი 20 წლისაა და ყველაზე ხშირად, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ის “ბარსელონას” აკადემიის წევრი 2009 წლიდანაა, “ბარსა ბ”-ში კი 2018 წლიდან რეგულარულად გამოდის.



იმედია დიდი მომავალი გექნება ბარსაში
წარმატებები კოლეადო <3