“იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საინტერესო შედარება გააკეთა.
ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ამჟამად ტურინში კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელია, ფეხბურთის ვარსკვლავების პარალელი ჩოგბურთის ვარსკვლავებთან გაავლო:
“ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობენ.”
“ორივე მათგანი მსოფლიო დონის მოთამაშეა. ისინი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს ჰგვანან. გარკვეულ პერიოდში თითქოს ერთი უკეთესია, მაგრამ შემდეგ მეორე გვახსენებს თავს”, – განაცხადა კიელინიმ.

ნადალი თიხაზე უკონკურენტოა, როცა ფორმაშია პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დამარცხება. ამაზე მეტყველებს როლან გაროსის ტიტულები. რაც შეეხება ფედოს, იგი უფრო მრავალამხრივია ამ კუთხით და ბალახზეც და ჰარდზეც კარგად თამაშობს. ინტელექტის მაღალი დონე და კორტის საოცარი ხედვა აქვს, მისი ბექჰენდი, ბადესთან თამაში … ნუ რა შეიძლება ითქვას (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნადალს ინტელექტი არ აქვს, არანაირად). უბბრალოდ, ფედო ჩემთვის ყველა დროის საუკეთეო ჩოგბურთელია, მართალია ჯოკო ჩემი სიყვარულია, თუმცა ობიექტურობისთვის სიმართლე უნდა ითქვას.
ვფიქრობ ნადალისა და ფედერერს შორის სხვაობა არაა პირდაპირ პროპორციული მესისა და რონალდოს შორის სხვაობასთან. მესი თავისი ნიჭიერებით და შესაძლებლობებით ბევრად მაღლა დგას რონალდოზე ვიდრე ფედერერი ნადალზე. ნადალი ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ჩოგბურთელია და უფრო დავის საკითხია.. თან კარიერული საწყისი საოცარი ქონდა და ტრამვამ თავისი როლი ითამაშა. მესის ეხლა კი ადარებენ რონალდოს და გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის ვინცაა უკეთესი მაგრამ დრო გავა და კიდევ უფრო დაშორდება რონალდო საუკეთესოებს. მესი კი ბევრად გადიდდება. ზოგადად ძველს ადიდებენ ადამიანები. ახლანდელი მანქანები რომლებიც ჩვეულებრივი ამბავია და ყველას ყავს… 50 წლის მერე კლასიკა იქნება და გადაირევა ხალხი მათ დიზაინზე.
მეც მასე ვფიქრიბ

როგორც ნადალი ვერ მივა ფედერერამდე ისე რონალდო ვერ მივა მესიმდე