“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” მწვრთნელის ყოფილი თანაშემწე, არგენტინელი ანხელ კაპა ლიონელ მესიზე საუბრობს.
“მესი “ბარსელონას” სკოლას ეკუთვნის. იქ თამაში მას უფრო უადვილდება.
ლებრონ ჯეიმსმა, NBA-ში, 9 ფინალი ითამაშა, მაგრამ მხოლოდ 3-ჯერ მოიგო, ახლა კი ის ფლეი ოფშიც კი ვერ გავიდა. კალათბურთს 5 მოთამაშე თამაშობს, თანაც ხელით, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, თუნდაც შენ ლებრონ ჯეიმსი იყო, გუნდი გჭირდება.
თუ არ არსებობს გუნდი და ერთიანი თამაში, ყველაფერი რთულია. მესის შეუძლია ნაკრებში თავისი მაგია მოიტანოს, მაგრამ ის შედეგს ვერ მიაღწევს, თუ გუნდში საამისო განწყობა არაა.
მესი წარუმატებლობის მიუხედავად არ ნებდება. ეს ძალიან კარგია. ის მცდელობას არ შეწყვეტს, სანამ ეს შეეძლება. კრიტიკა გარდაუვალია. ჟურნალისტები ქულებს იწერენ, მათ ყველაზე ხშირად უსმენენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი უაზრობაა.
არ მინდა, მესი მარადონას, პელეს, კრუიფსა და დი სტეფანოს შევადარო. ის უდიდეს ფეხბურთელებს შორისაა. კრიშტიანუს მათთან შედარება კი არ შეიძლება. რონალდუ ბრწყინვალე ბომბარდირია, რომელიც კარზეა დაგეშილი. მესი კი უფრო სრულყოფილი მოთამაშეა.” – აცხადებს ანხელ კაპა.




ორი მეფე
მართალია გუნდი თუ არ დაეხმარა მარტო მესი ვერაფერს ვერ იზავს
დიდიხანია ასეთი ლამაზი, სწორი და აზრიანი კომენტარი არ მომისმენია მესისადმი! კომენტარი რომელიც აბსოლუტურად 100% სიმართლეა.
Lionel Messi All 91 Goals in 2012 with Commentary – YouTube
მესიმ 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი:
12 თვის განმავლობაში, 3 იანვრიდან 24 დეკემბრამდე, 69 თამაშში, ყველა ტურნირზე ჯამში გაიტანა 91 გოლი.
ეს გინესის რეკოდების წიგნშია შეტანილი.
აბა სცადოს ვინმემ და გაიმეოროს თუ ბიჭია!
შეადარებენ კიდე ვინცხა ქრისტინას და ლოქოს ლიგა ჭ-დან,ან აშმალახას ე.წ. პ-ლიგიდან!
უცქირეთ, თან კომენტატორების რეაქციებს უსმინეთ და დატკბით:
youtube.com/watch?v=Tly7yujAe04