მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი – ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი

ლიონელ მესი – ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი, შესანიშნავ სეზონს ატარებს და გასაკვირი არ არის რომ ის, მთავარი ინივიდუალური ჯილდოს, “ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტია.

არგენტინელმა ბოლოს ეს ჯილდო 2015 წელს მოიგო. მიმდინარე სეზონი კი, როგორც ლიონელ მესისთვის, ასევე “ბარსელონასთვის”, შესანიშნავად მიდის. კატალონიური გრანდი ლა ლიგაში პირველ ადგილზეა და უახლოვეს მდევარს 9 ქულით უსწრებს, ასევე კოპა დელ რეის ფინალშია და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებს.

ინდივიდუალურად კი, ლიონელ მესი, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზეა. არგენტინელი ლა ლიგისა (33 გოლი) და ჩემპიონთა ლიგის (10 გოლი) ბომბარდიარია. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე, 42 მატჩში 45 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

ასევე, მსოფლიოს მე-5 საუკეთეsო ფეხბურთელს, ზაფხულშიც ექნება თავის გამოჩენის საშუალება. 2019 კოპა ამერიკა – არგენტინის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევის ერთ-ერთი ბოლო შანსი იქნება ლიონელ მესისთვის.

თუ “ბარსელონას” კაპიტანმა მოახერხა მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს მოგება, ეს მისთვის მე-6 “ოქროს ბურთი” გახდება, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • Bola
    schedule 19 აპრ 2019, 09:52

    ალბათ ლიგის მიხედვით შეადგენენ სამეულს. ისე მართლა არ ვიცი ვინ შევა სამეულში.