“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სულშერმა “ბარსელონასთან” წაგებული მატჩი (0:3) შეაჯამა.
“მე უნდა ვთქვა, რომ ლიონელ მესი ტოპ-კლასის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ის მოედანზე გამოირჩეოდა. 2:0-ის დროს საქმე გაკეთებული იყო.
მესი და რონალდუ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეები არიან, ამაზე ყველა თანხმდება. მესიმ თავისი კლასი აჩვენა.
ჩვენ “ბარსელონას” დონისკენ უნდა მივისწრაფოთ, ამის მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ ბევრი სამუშაო გვაქვს. თუ გვსურს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჭეშმარიტ დონესა და ტრადიციებს დავუბრუნდეთ, მაშინ “ბარსელონას” მსგავსი გამოწვევა უნდა მივიღოთ.
ისინი ამ ორ მატჩში რამდენიმე დონით ჩვენზე მაღლა იდგნენ. გვსურს კვლავ ვითამაშოთ ამ დონეზე შემდეგ სეზონშიც. წინ ინგლისის ჩემპიონატში მძიმე კვირა გვაქვს. არ აქვს აზრი იმაზე გაჩერებას, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, ჩვენ ამ კვირაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.” – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.




თუ მიხვდი რომ ბარსა ორითავით დიდია მ.უნიტედზე კარგია
ეხლა გადავლენ ტოტესკენ, ერიქსენი გვევასებაო იტყვიან 😀 ლივერპულს რაც შარშან აგინეს, როცა სალაჰის თემაზე მიდგებოდა ლაპარაკი ეგრევე ფსიხდებოდნენ და ეხლა ყველა ლივეს ფანია მანდ დამიჯერე. მანდ ხო მაგრად ბნელა და ტიპებს შეუძლიათ 1 კვირაში შეიცვალონ საყვარელი გუნდი. ჯერ რონი ყავდათ და მშივდად იყვნენ (არადა ნახევარმა აგინა წასვლისთვის და მეორე ნახევარი იუვეს ფანად გადაიქცა) მარა გუშინ სულ დაკარგეს სიმშვიდე. აბა რა ქნან, თუ სიტიც გავიდა, 3 ტოტალური ფეხბურთის მოთამაშე გუნდი იქნება ნახევარფინალში. იმენა ბარსას და კრუიფის სტილის ზეობა იქნება. ხოდა ისღა დარჩენიათ ლივეს უბალეშიკონ, კლოპი ხო ევასებათ მაგათ 😀 თუ ცა ჩამოიქცა და მაშინ პორტოს 😀 კაზემირო გაუზარდეს და იმას უბალეშიკონ, მილიტაოს :D:D
ჰა რახდება შემოატრიალე პლასტინკა? ეხლა რატომ არ ტლიკინებთ ბარსას დამარცხება შეგვიძლია და ასე და ისე? ვაი თქვე ქლიბებო თქვენა, ლივერპულს თქვენზე უარესი ელოდება თუ გავა დღეს საერთოდ
ლომის ხსენებისას ეს გრძელი სი-რი ქრისტინა რო არ მოიხსენიონ, ვერა?
ფერგიუნსონიც ეგრე აჭიკჭიკდა სულშერ გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი
ტადააამმმ😇😇😇 კაი მგზავრობა 😇😇