“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვიცით, რომ შესანიშნავ გუნდს ვეთამაშებით, შევეცდებით შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.”
“ვფიქრობ, “რომასთან” მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება. გვესმის, რომ რთული თამაში გველის. შემდეგ ეტაპზე გასვლა “მანჩესტერსაც” შეუძლია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ტურნირს გამოეთიშონ.”
“ვიცით, რაც გააკეთა “მანჩესტერმა” ამ სეზონში. ინგლისელებმა ოთხიდან სამი გასვლითი მატჩი მოიგეს, მათ შორის ბოლო წუთებზეც. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, ისინი თავიანთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელებს გამოიყენებენ.”
არსებობს მოსაზრება, რომ პირველი მატჩის მოგების შემდეგ, “ბარსელონას” პრიორიტეტი დაცვაში თამაში იქნება – “რა თქმა უნდა, შევეცდებით გოლი არ გავუშვათ, ასევე შევეცდებით მეტოქის კარი ავიღოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა და არა იმაზე ფიქრი, რომ უპირატესობა გვაქვს, ეს აფსურდია.”
“ლიონელ მესი? ის კარგად არის. მართალია, რომ მას პირველ მატჩში შეჯახების შემდეგ, თამაში უჭირდა, მაგრამ ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ის მზადაა.”
“უსმან დემბელე? შესაძლოა მან თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს, ასევე შესაძლებელია, რომ ის სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდეს.”
“ნამდვილად მნიშვნელოვანია ვინ დაიწყებს თამაშს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვინ შემოვა მოედანზე თამაშის მიმდინარეობისას.”
“იუნაიტედი” მატჩის ბოლო წუთებში განსაკუთრებულად თამაშობს. მათ ბოლო ორ წუთში ევროპის თასი სწორედ “კამპ ნოუზე” მოიგეს.” – ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




"რა თქმა უნდა, შევეცდებით გოლი არ გავუშვათ, ასევე შევეცდებით მეტოქის კარი ავიღოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა და არა იმაზე ფიქრი, რომ უპირატესობა გვაქვს, ეს აფსურდია."
ეს ნათქვამი მამშვიდებს მიდი ვალიკო უნდა გადაკუზო სულშერი
Ise laparakobs arturs daawyebiebs da bolosken vidals shemoushvebs 100%
ჩემო მეგობრებო კულეებო როგორც არასდროს ისე გვინდა დღეს ჩვენ ერთად დგომა ერთ მუშტად შეკვრა რომ ეს ერთიანი მუხტი აქედან გავუგზავნოთ ჩვენს ლომებს ..პორტირებული რეალ ვარდრიდ წითელი ეშმაკების წინააღმდეგ….დღეს დასრულდება თქვენი ოცნებები ვარდრიდის პორტირებულო მანიუს ფანებო იმედი ბოლოს კვდებაო ხო ? ხოდა ეს თქვენი ბოლოა
https://www.crystalsport.ge/news/14685?fbclid=IwAR2RZvBygj2J1gFVDHPY0rzR-3qYCDoXN410eHcXowQls95tiMJv7w-c0IQ
ვინც ვერ ხედავს რაკეტას
გაღიმებული ვალვერდე უკვე ბევრ რამეს ნიშნავს :))
ტაქტიკურად მოუგებს ვალვერდე კლოპს უეჭველი ვიცი იმიტორო ეს ძაან ჭკვიანი ტაქტიკოსია