მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქამბექი “ლევანტესთან”, “ბარსა ბ” დაწინაურების შანსს ინარჩუნებს

ქამბექი “ლევანტესთან”, “ბარსა ბ” დაწინაურების შანსს ინარჩუნებს

გუშინ საღამოს, “ბარსა ბ”-მ “მინი ესტადიზე” “ლევანტეს” სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. კატალონიელები პირველ ტაიმში აგებდნენ, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხეს და შესაბამისად, სეგუნდა დივიზიონში დაწინაურების შანსიც შეინარჩუნეს. 

მატჩი 3-2 დასრულდა. ანგარიში რაფა მუხიკამ მატჩის დაწყებისთანავე გახსნა, მე-7 წუთზე კი ჟოან მონტერდემ გაათანაბრა. 34-ე წუთზე, კანტეროს გოლით, სტუმრები წინ გავიდნენ, თუმცა “ბარსამ” წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა – 38-ე წუთზე, თავი კარლეს პერესმა გამოიჩინა. 

გადამწყვეტი ბურთი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გავიდა. ის ხუან მირანდას ჩაწოდებას და მერველის დარტყმას მოჰყვა. 

ბარსელონელები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ, რადგან ლიდერები გუშინ პირველ გუნდში იყვნენ გამოძახებული. 

სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ჩავი პიმიენტას გუნდი მე-4 ადგილს, რომელიც დაწინაურების პლეი-ოფში გადის 5 ქულით ჩამორჩება, მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფ გუნდებს კი – მხოლოდ 6 ქულით. ასე რომ, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 14 აპრ 2019, 13:29

    ბოლომდე უნდა იბრძოლონ ეგება ფლეი ოფში გავიდნენ

  • messi and iniesta
    schedule 14 აპრ 2019, 12:44

    აბა თქვენ იცით ბიჭებო უნდა იბრძოლოთ უკანასკნელ იმედამდე