“უესკასთან” მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იყო. იყვნენ დებიუტანტებიც, ამით ბედნიერები ვართ. შეტევაში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ, საბოლოოდ, კმაყოფილები ვართ.”
“რთული სიტუაცია იყო, ბევრმა ახალმა მოთამაშემ ჩაატარა მატჩი, მაგრამ, ვიცოდი რომ, დღეს ეს უნდა გაგვეკეთებინა. არ მინდოდა რომ, ჟორდი ალბას ან ნელსონ სემედუს ეთამაშათ.”
ვალვერდემ დებიუტანტებზეც ისაუბრა: “მუსა ვაგემ, რიკი პუჩმა და ტოდიბომ კარგი მატჩი ჩაატარეს. დასაწყისში ისინი ცოტას ნერვიულობდნენ, რადგან ეს მათი დებიუტი იყო.”
“ტოდიბო ძალიან სწრაფია, თუმცა მას კიდევ შეუძლია განვითარება. ვაგემ და რიკიმ კარგი სამუშაო შეასრულეს, ამიტომ ბედნიერები უნდა ვიყოთ.”
“უესკამ” თავის არსებობის ისტორიაში “ბარსელონასთან” პირველი ქულა მოიპოვა – “თანაბარი თამაში იყო. ვიცოდით, რომ ბურთისთვის ბრძოლა მოგვიწევდა. “ატლეტიკოსთან” გამარჯვება რომ არა, დღეს მოედანზე სხვა გუნდი გამოვიდოდა, თუმცა, არ ვიცი რამდენად შეიცვლებოდა ამით საბოლოო შედეგი.” – ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.




აი ყველაფერი კარგად გააკეთე გუშინ ვალო პროსტა დემბელესთან რა გინდოდა რატო გაიყვანე მოედნიდან? მოკვდა შეტევა ეგ რო გავიდა
მანჩესტერმა 1 შემადგენლობით ითამაშა და ეხლა დასვენებული გუნდით დაუხვდება წითელ ეშმაკებს
1/4 ფინალის განმეორებითი მატჩისათვის მობილიზება და მზადყოფნა სჭირდებოდა და გამოუვიდა, სად, სად და თუ არა ასეთ შეხვედრაში ჰქონდა დასვენების და მოდუნების უფლება?!
ეხლა სრული უფლება აქვთ, რომ მთელი ძალებით ითამაშონ მანიუსთან და შემდეგ დრო იქნება ალბათ მინიმუმ 2 კვირა მაინც, 1/2 ფინალებამდე, მანამდე ლა ლიგას ჩაიდებს ჯიბეში
თუკი მომდევნო 2 მატჩს მოიგებს ლა ლიგაზე, შანსი არაა ატლემ ქულები არ დაკარგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ლევანტესთან გუშინდელი შემადგენლობა დააყენოს. ლივერი გავა სავარაუდოდ და ლივერს ომი აქვს გადასატანი სიტისთან საჩემპიონოდ! ასე, რომ მათთვის ყველა მატჩი ფინალია და 1990 მერე ინგლისის პრემიერლიგა არ მოუგიათ, ასე, რომ ვალიკოს უპირატესობა ექნება
machestertan tamashis win ra ginda daawyenos ziritadshi sheklan tavi da mere vigac shterma gundma moigos ligaaa?
გასაჯმევინებელია ვალვერდე რა იყო ეს გული რამის ამერია თამაშზე, ბარსელინაა თუ რომელიმე უბნის გუნდი ვერ მივხვდი
ჯერ რაკიტიჩს აკრიტიკებდნენ უაზროდ და ვილიარეალთან ვნახეთ რაც მოხდა და მაქამდეც რაკიტიჩის გარეშე გუნდის დაცვაში თამაში ნაკლი იყო. ახლა რობერტოზეა ლაპარაკი ვინც უყურა იუნაიტედთან კი ნახა იმან რო სემედუუ ბევრს იღებდა უაზროდ და დაცვაშიც ბევრჯერ დაკარგა ბურთი, რობერტოს გამოსვლის მერე კიდე გუნდმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მოკლედ ჩემი აზრით რობერტოს ასეთი კრიტიკა ზედმეტია მარა სამუშაო ისევ ბევრია