“ზენიტის” არგენტინელმა ნახევარმცველმა, მატიას კრანევიტერმა, “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ჩემი აზრით, მესი ამ მომენტისთვის ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა. ჩვენ ბევრი ხელოვანი, მწერალი და სპორტსმენი გვყავს, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს, რომ ლიონელ მესი არგენტინის მთავარი წარმომადგენელია.”
“მესი თუ მარადონა? მესი. იმიტომ, რომ მარადონას პირადად არ ვიცნობ. არ ვიცი როგორი ადამიანია, მასთან არ მითამაშია.”
“მესი თუ პარედესი? პარედესი! ალბათ, იმიტომ რომ, “ზენიტში” წელიწადნახევარი ერთად გავატარეთ. მესისთან კოპა ამერიკაზე ვითამაშე, მაგრამ პარედესს გაცილებით უკეთ ვიცნობ.” – ციტირებს მატიას კრანევიტერის სიტყვებს Gol.




რას ბოდიალობს
რას ეკითხებიან კიმაგრამ, ვინ უკეთესია თუ ვის უკეთ იცნობს?
ვაი რა ბაჯაღლო ხარ, მასე მე არავის ვიცნობ და რა
არავინ არ ვარგანან
შენ ბიძია ფეხბურთელების დონეს პირადი ნაცნობობით თუ განსაზღვრავ მთლად დალაგებული ვერ უნდა იყო
ამისთვის ხოარ უკითხავთ რომელს უკეთ იცნობო?:დდ
მეც მასე ვიტყოდი მის ადგილას