“ბარსელონას” მათავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “უესკასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“იქნება თუ არა ცვლილებები შემადგენლობაში? დიახ. დატვირთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიდევ 10 ქულა უნდა მოვიპოვოთ, ჩემპიონები რომ გავხდეთ.”
“სამი მატჩი უნდა მოვიგოთ და ერთი ფრე ვითამაშოთ. როტაციის მოზეზი ფეხბურთელების კონკურენტუნარიანობაა. ნებისმიერი მოთამაშე შეიძლება შეიცვალოს.”
“მესი კარგად არის, მაგრამ შესაძლოა მან დაისვენოს. როგორც უკვე ვთქვი, კალენდარი გადატვირთულია და დაძაბული მატჩები გველის.”
“სახიფათო თამაში იქნება. ფრთხილად უნდა ვიყოთ. “უესკამ” მწვრთნელი შეიცვალა და ახლა ისინი განსხვავებულად თამაშობენ. მათ ზოგჯერ მოედანზე 5 მცველი ჰყავთ, ზოგჯერ კი 4. ამ სეზონში ჩვენს პირველი დაპირისპირებას საზომად ვერ გამოვიყენებთ.”
“ამჟამად ჩვენ კარგად ვთამაშობთ და გუნდშიც კარგი განწყობაა. არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ სეზონის დასკვნით ნაწილს მოუთმენლად ველით.”
“დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია? მე ვფიქრობდი, რომ ის დაახლოებით 4 თამაშს გამოტობებდა. არ უარვყოფ, რომ 8 მატჩი საკმაოდ ბევრია.”
“ტოდიბო? მე მას უფრო ცენტრალურ მცველად ვხედავ, ვიდრე საყრდენად. მას დიდი ხანია არ უთამაშია. ვნახოთ, მიიღებს თუ არა ის მატჩში მონაწილეობის შანსს.”
“უმტიტის არყოფნაში დაცვა კარგად გამოიყურებოდა. მას მუშაობა მოუწევს თავისი ადგილის დასაბრუნებლად. ის ამას აკეთებს კიდეც.”
ერნესტო ვალვერდეს უსმან დემბელეზეც ჰკითხეს: “ხვალინდელი მატჩი დემბელესთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მოასმზადებლად, არამედ “უესკასთან” მატჩი. ყველა თამაში მნიშვნელოვანია.” – ციტირებს ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და “უესკას” შორის, ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.




კამპ ნოუზე ბარსელონა იუნაიტედს 4-2 მოუგებს
შანსი არაა თუ ხვალ დემბობ მაგრად ითამაშებს მანცესტერთან ძირითადიდან დაიწყებს კამპ ნოუზე დაცვაში არ ჩაუჯდება მანიუს
იმედია მართალიხარ მარა მისი სიტყვებიდან გამომდინარე ეს დასკვნა გამოვიტანე…
შანსი არაა თუ ხვალ დემბო მაგრად ითამაშებს მანჩესტერთან ძირითადიდან დაიწყებს კამპ ნოუზე დაცვაში არ ჩაუჯდება მანიუს
იმედია მართალიხარ მარა მისი სიტყვებიდან გამომდინარე ეს დასკვნა გამოვიტანე
არა არა მაგას ეს მეორედ არაღა მიქარავს
ამინ
შანსი არაა თუ ხვალ დემბო მაგრად ითამაშებს მანჩესტერთან ძირითადიდან დაიწყებს კამპ ნოუზე დაცვაში არ ჩაუჯდება მანიუს
იმედია მართალიხარ მარა მისი სიტყვებიდან გამომდინარე ეს დასკვნა გამოვიტანე
არა არა მაგას ეს მეორედ არაღა მიქარავს
შანსი არაა თუ ხვალ დემბობ მაგრად ითამაშებს მანცესტერთან ძირითადიდან დაიწყებს კამპ ნოუზე დაცვაში არ ჩაუჯდება მანიუს
იმედია მართალიხარ მარა მისი სიტყვებიდან გამომდინარე ეს დასკვნა გამოვიტანე
დემბო გაიბრწყინებს ხვალ
შანსი არაა თუ ხვალ დემბო მაგრად ითამაშებს მანჩესტერთან ძირითადიდან დაიწყებს კამპ ნოუზე დაცვაში არ ჩაუჯდება მანიუს
ანუ დემბელეს იუნაიტედთან ვერ იხილავთო ჩაგვირტყა 🙂
ესეთი უნდა იყოს რა
4-3-3 შტეგო
სემედუ-უმტიტი-ტოდიბო-ვაგე
ალენია-ვიდალი-კოუტინიო- დემბელე-ბუატენგი-მალკომი.
არუნდა გაუჭირდეს ამ შემადგენლობას უესკასთან მოგება.ალბამ აუცილებლად უნდა დაისვენოს გადაღლილობა ეტყობა ერთისიტყვით ეს სასტავი როდაყენოს არუნდა გაუჭირდეთ.♥️♥️
daayene todibo da naxav ras unda elode. chven gvaintetesebs samomavlod tore valverdes azri gvkidia