“ბარსელონას” ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო Daily Mirror-ისთვის ინტერვიუს მიცემას უარყოფს.
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა Daily Mirror-ის ინტერვიუ ფილიპე კოუტინიოსთან, რომელშიც ის “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩზე საუბრობს. ასევე მან თქვა, რომ ის “ბარსელონადან” წასვლას არ აპირებს, მაგრამ ეს ინტერვიუ ყალბი აღმოჩნდა. ბრაზილიელმა კლუბის წარმომადგენლებს აცნობა, რომ ეს ინტერვიუ მას არ მიუცია, იტყობინება Sport.es.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბრიტანული პრესა ყალბ ინტერვიუს ავრცელებს. ამ სიტუაციაში “ბარსელონას” ფორვარდები, ლიონელ მესი და ლუის სუარესიც ყოფილან.




პრესა თავის სტიქიაშია :დდდდდ
თუ ვერ მოუმატე კოუ ნებით თუ არა ძალით წახვალ გუნდიდან
აუ ბიჭებო მაგარი ამბავი მაქ ბარსა უნაიტედი სილქ უნივერსალზე გავა ოთხშაბათს😍😘 ხოლო ხუთშაბათს 25:00 საათზე გაიმართება ძალიან დაძაბული 1/4 ფინალი რომელშიც ერთმანეთს რეალი და პესეჟე დაუპირისპირდებიან😍😂😂