19 წლის თავდამსხმელი კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის რადარზე მოხვდა.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, “ბარსელონა” ალექსანდერ ისაკს უმიზნებს, რომელიც ამჟამად არენდის წესით ჰოლანდიური “ვილემ II”-ის ღირსებას იცავს. მან “ბლაუგრანას” ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ბოლო რვა შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.
შვედი ფორვარდი 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობას 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გერმანიაში მან ფეხი ვერ მოიკიდა და ერედივიზიონში გაანათხოვრეს.
აღსანიშნავია, რომ “ბორუსიაში” გადასვლამდე ისაკის შეძენით მადრიდის “რეალიც” ინტერესდებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
ახლა, როდესაც ისაკი მშვენიერ ფორმაში შედის, დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს სხვადასხვა წინადადება ახალგაზრდა შვედის თაობაზე. “ბარსელონა” კი ამ საქმეში ჩართვას აპირებს.




ჰოდა ტორპედოზე დავსვათ და ჰაიდა წყნარი ოკეანისკენ
Barsa beshi dagijdeba ki
არა რასლაპარაკობ ვილემ ორიდან რეალის ძირითადზე აქვს პრეტენზია <3
ამან დორტმუნდში ვერაფერი ქნა აქ რა უნდა ქნას
მორიგი 20 თეთრიანი იგროკი
ტორპედოს დონისაა
Barsa beshi dagijdeba ki
რაშფორდი მინდა მე იმ პოზიციაზე რაის ისკამა
მოიყვანეთ და ბარსა ბეში გაუშვით