მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიოსა და არტურთან ერთად ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო]

კოუტინიოსა და არტურთან ერთად ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო]

გუშინ ღამით, პრაღაში, ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სამხრეთ ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს მოიპოვა. 

პირველი ნახევარი დავიდ პაველკას გოლით ჩეხეთმა მოიგო. 49-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა, 83-ე და 90-ე წუთებზე კი გაბრიელ ჟეზუსმა დუბლი შეასრულა. 

აღსანიშნავია, რომ ჟეზუსი მოედანზე “ბარსელონას” შემტევის, ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად გამოვიდა, რომელმაც მოედანზე ერთ საათზე მეტი გაატარა. “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელმა, არტურმა, 71-ე წუთზე კაზემირო შეცვალა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 27 მარ 2019, 17:32

    მთავარია ტრამვის გარეშე ჩაიარა დალშე არ მაინტერესებს :დდდ

  • messi and iniesta
    schedule 27 მარ 2019, 15:43

    Koum aucileblad unda moumatos

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 27 მარ 2019, 11:19

    Arturi magari bichia