ინგლისური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ლივერპული” “ბარსელონას” ახალგაზრდა ფორვარდით, ხეფრენით ინტერესდება.
კენი დაგლიში ეძებს უკიდურესად კვალიფიციურ და სწრაფ ფეხბურთელს. ზუსტად ისეთს, როგორიც კატალონიელი ხეფრენია. ამის შესახებ თავის გამოცემაში ინგლისურმა “მირორმა” დაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლამ მიმდინარე სეზონში ხეფრენი პირველ გუნდში გადმოიყვანა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან, მან მხოლოდ ორი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. ამ ფაქტორის გამოყენებას შეეცდებიან “ლივერულის” წარმომადგენლები. პრესის ინფორმაციით, “წითლები” მზად არიან კატალონიელებს გადაუხადონ გამოსასყიდი თანხა და ფეხბურთელის კონტრაქტი “ბარსელონასთან” ადრეულ ეტაპზე შეწყვიტონ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხეფრენმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მან 29 ნოემბერს, თამაშის დამატებით წუთებზე კასილიასის კარი აიღო.



