“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ვენესუელასთან 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ მას მიკრო ტრავმა აღმოაჩნდა. მესი ესპანეთში დაბრუნდება და მაროკოსთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიუხედავად, ის 30 მარტს “ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება, იტყობინება ESPN.
“ბარსელონაში” დარწმუნებულები არიან, რომ არგენტინელის ტრავმა სერიოზული არ არის. მესი დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას არ აპირებს. ის “ესპანიოლთან” სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ლიონელ მესიმ “ვალენსიასთან” მიიღო ტრავმა, რომლის შემდეგაც ფორმაში შესვლა გაუჭირდა. არგენტინელი “ბარსელონას” საკვანძო მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 39 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.




კარგი რა, ასეთი დაუფასებლონბაც არ შეიძლება. ჯერესერთი ძალიან ბევრს დარბოდნენ და მგონი მთელი პირველი ტაიმი ისეთ პრესინგს თამაშობნენ რომ რავიცი, მეორე ტაიმში კი აკლდათ ენერგია და ამაში მართალი ხარ, მალე დაიღალნენ, თუმცა არ დარბოდნენს ვერ იტყვი. აშკარად ჩანს პროგრესი რამდენიმე წლის წინანდელ ნაკრებთან შედარებით და დავუფასოთ
მე თუ მკითხავ ესპანიოლთან თამაში სულ არაა საჭირო, ატლეტიკო და ლიგის თამაშებია სამომავლოდ მნიშვნელოვანი. და თასის ფინალი. სხვა იგრები დაიკიდოს უნდა ლეომ. ესპანიოლს როგორმე ლეოს გარეშეც ვუზამთ რამეს, გასაგებია პრინციპული მეტოქეა მარა ყველამ ვიცით რასაც იზამს ესპანიოლი, დარჩენა გარანტირებული აქვს, ერთადერთი მიზანი არის ბარსასთვის ხელის შეშლა, ლა ლიგის მოგებბაში ალბათ ვეღარ შეგვიშლიან და ეცდებიან დაგვიჩეხონ ფეხბურთელები. პროსტა სუარესი და დემბელეც რო არაა ეგ აიძულებს ლეოს რო ითამაშოს მარა სკამზე დარჩეს ჯობია და 60 წუთზე შემოვიდეს. თორე ლეწვას დაგვიწყებენ
მუნდომ ისიც დაწერა (როგორც კაჭარავაზე დაწერა ეგრე) პიკე შენ ახლობლებს "ესაუბრებაო" და მართალია? მარა მერე სუარესი ჩაერია და ეხლა ფავორიტი სუარესიაო. ჩახტომის თემაა რა
პ.ს. 39 კი არა 40 გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი მესის
ევროსპორტზე ბომბარდირებში პირველად ვნახე რომ გოლებში ცვლილება არ გააკეთეს, მეორე დღესვე შეცვლილია ხოლმე და ეხლა ერთი კვირა გავიდა და ლეოს ისევ 26 უწერია, მბაპეს 25..
რა ხდება ნეტა?
ხო ვთქვი ტრუხა ბაზარია ეგ ტრამვათქო
პ.ს. 39 კი არა 40 გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი მესის
რაც შეეხება ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშს, რეალურად რომ ვიმსჯელოთ ძალიან სუსტები ვართ. მართალია ტოპ კლასის მეტოქე გვყავდა, მოგებასაც არავინ ვითხოვდით. მაგრამ რაც დღეს ვნახე სრული მარაზმია. გადამბულად 5 პას ვერ ვაკეთებდით. ფიზიკური მომზადება კი არ ვიცი რა დავარქვა. როგორ შეიძლება პროფესიონალი მოთამაშე რომ გქვია, 60 წუთი მაინც, როგორ არ უნდა შეგეძლოს სირბილი. ტიპებს სირბილი არ შეუძლიათ, სხვა რა უნდა მოითხოვო. ასეთი ფიზიო მომზადებით ბელარუსიაც მოგვიგებს, მაკედონია ხო საერთოდ გადაგვივლის. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი, დაგვტანჯეს. რაც შეეხება ყაზაიშვილს ეს კაცი გამოსაძახებელი არაა. ძაან ნელი ხოა, დარტყმა კი საშინელი აქვს, ასეთ გასწორებულ ბურთს, ასე სუსტად როგორ შეიძლება ურტყამდე კაცი. მერამდენე შემთხვევა ქონია ასეთი. ბურთის ართმევაში, უკან თამაშიც არაფერში გვადგია. მოკლედ რომ ვთქვა 11-ე კაცს ასვებს მეტი არაფერი
ბიჭებო ერთი კითხვა მაქვს, კომპიში თამაშს ვიწერდი და დაარქივება რო სჭირდებოდა არქივის ფაილი ესაჭიროებოდა და აღმოჩნდა რომ წაშლილია და როგრ გავაკეთო ხოარიცით??? გთხოვთ არ გაატაროთ ისე ვიცი რომ ამ თემას არ ეხება
ძალიან კარგი ინფორმაციაა, მაგრამ არ არის აუცილებლობა ითამაშოს, დაისვენოს ძალები აღიდგინოს. მესის ზედმეტი დატვირთვა კარგს არაფერს მოგვიტანს