მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის მიზნები – სეზონის დარჩენილ ნაწილში

ლიონელ მესის მიზნები – სეზონის დარჩენილ ნაწილში

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, 2019 წელს ბევრი საინტერესო ეპიზოდი და რეკორდი გვაჩუქა. 

მარტის თვეში მესიმ ინიესტას მიღწევა გააუმჯობესა ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით. ლეო ასევე 400 გოლიან ნიშნულს გადასცდა ლა ლიგის გათამაშებაში (412 გოლი ამჟამად), წინ კი ახალი გამოწვევებია. 

გთავაზობთ მესის სამომავლო მიზნებს: 

მეხუთე ჩემპიონთა ლიგა 

  • 31 წლის არგენტინელი შეეცდება პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთხელ მოიგოს, ის უკვე მიუახლოვდა “ვანდა მეტროპოლიტანოს” 

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა

  • 2008/2009, 2009/2010, 2010/2011, 2011/2012 და 2014/2015 – ეს ის სეზონებია როცა მესი ტურნირის ბომბარდირი გახდა
  • მიმდინარე გათამაშებაში, მესი კვლავ ლიდერობს ჰეთ-ტრიკისა და ორი დუბლის დამსახურებით

კოპა დელ რეის რეკორდი

  • თუ 25 მაისს, “ბენიტო ვილიამარინზე” – “ბარსელონა” ფინალში “ვალენსიას” დაამარცხებს – ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და პიკე რეკორდს გაიმეორებენ, აღნიშნული თასის მეშვიდედ მოგებით. რეკორდი “ბილბაოს” ლეგენდას – აუგუსტინ ჰაინზას ეკუთვნის

რაიან გიგზის და ვიტორ ბაიას ჩამოცილება 

  • თუ “ბარსელონამ”, მიმდინარე სეზონში, ტრებლი მოიგო, ლეო მესი, მოგებული ტიტულების მიხედვით მე-3 ადგილზე მყოფ რაიან გიგზს გაუთანაბრდება. ერთი კლუბის მაისურით მოგებული ტიტულების რაოდენობით კი უელსელი პირველ ადგილზეა.

ზედიზედ მესამე “ოქროს ბუცი”, მეექვსე კარიერაში

  • მესი აღნიშნული ჯილდოს მთავარი პრეტენდენტია, 2018/2019 სეზონში მან ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (29) და ჯერჯერობით დამაჯერებლად ლიდერობს 

ჰეთ-ტრიკების რეკორდის მოხსნა

  • არგენტინელს ამჟამად 51 ჰეთ-ტრიკი აქვს კარიერაში, ის მხოლოდ ერთი ჰეთ-ტრიკით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც ესპანურ ლიგაში 34 ჰეთ-ტრიკი შეასრულა. საერთო ჯამში კი პორტუგალიელმა სამი გოლის გატანა ერთ შეხვედრაში 52-ჯერ შესძლო. 

ჰეთ-ტრიკი ჯარიმებით

  • არგენტინელი ბოლო დროს ჯარიმების ოსტატად გარდაიქმნა, მან უკვე მოახერხა ერთ შეხვედრაში ორი საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულება.შეძლებს ის ჯარიმებით ჰეთ-ტრიკის შესრულებას? 

კოპა ამერიკა

  • მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთხელ ბრუნდება, მიმდინარე ზაფხულში მას შანსი ექნება კონტინენტის პრესტიჟული ჯილდო მოიგოს

პელესთან მიახლოვება

  • პელემ “სანტოსის” მაისურით 643 ოფიციალური გოლის გატანა მოახერხა. მესის კი უკვე 591 დაუგროვდა, ამ რეკორდის მოხსნა ლეოს სულაც არ გაუჭირდება

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • GioO_FCB
    schedule 23 მარ 2019, 01:18

    2 ჯარიმა თბილისშიც გაიტანა :დ არ ვიცი რამდენად გაიტანს 3-ს ერთ თამაშში

  • Johan cruyff13
    schedule 23 მარ 2019, 00:43

    ჯარიმების ჰეთ-ტრიკი სინიშა მიხაილოვიჩს აქვს შესრულებული იტალიის სერია ა-ში ლაციოს შემადგენლობაში. და სამივე დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდად დაარტყა , ხელბურთის პენალივით ურტყავდა ჯარიმებს.

  • Forever Cule
    schedule 22 მარ 2019, 21:10

    ციტატა: ჯერემი რენერი

    იმედია მოგეწონათ relaxed


    კი ნაღდად კარგი სტატიაა !

  • grizmann
    schedule 22 მარ 2019, 21:09

    ციტატა: ჯერემი რენერი

    იმედია მოგეწონათ relaxed


    კაი იყო ჯერემი რენერი მეც მაგრად მევასება

  • donSergio
    schedule 22 მარ 2019, 19:04

    ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს.

    თავდაპირველად, 31 წლის სპორტსმენს არასრულწლოვანთან კავშირის გამო თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მან სასჯელის მხოლოდ ნახევარი ,,მოითავა".

    მოითავა რამ დააწერინათ🤣 ძაან არასწორი ასოციაციის საშუალებას იძლევა 😂

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2019, 18:51

    აფსოლიტურად ყველა რეკორდს მოხსნის ლომი <3

  • professor1984
    schedule 22 მარ 2019, 17:58

    პელეს რეკორდს მომდევნო სეზონში მოხსნის უეჭველი

  • ჯერემი რენერი
    schedule 22 მარ 2019, 17:10

    იმედია მოგეწონათ relaxed