წლევანდელ სეზონში, ვიქტორ ვალდესი ერთ–ერთი წარმატების გასაღებია “ბარსელონელთათვის”. მას გასაოცარი შედეგი აქ ლა ლიგაში და ყველა გოლკიპერს უკან იტოვებს. სტატისტიკიდან გამომდინარე იგი ყოველი 10 დარტყმული ბურთიდან 8–ს აჩერებს.
“ბარსელონას” წლევანდელ სეზონში არცერთ პოზიციაზე არ უჭირს თამაში. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. გუნდმა გაიტანა რა 81 გოლი, საკუთარ კარში მხოლოდ 15 გაუშვა. ეს ბრწყინვალე შედეგია კლუბისთვის, რაშიც უდიდესი წვლილი, ვიქტორ ვალდესს მიუძღვის. ის წელს შესანიშნავ ფორმაშია.
10–დან 8 მოხსნა
ესპანელ მეკარეს ძალიან სწრაფი რეაქცია აქვს დარტყმულ ბურთებზე. “ბარსელონას” წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა ვიქტორის მეკარეობამ, წელს მათ ამ მხრივ რეკორდი დაამყარეს. კატალონიელთა კარის დარაჯმა შეძლო და მისკენ დარტყმული ბურთების 80.6% მოხსნა, რაც საშუალოდ 10–დან 8 მოხსნას უდრის. ეს ბრწყინვალე შედეგია გოლკიპერისთვის.
ცოტა დარტყმა
“ბარსელონა” წელს უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს. ყველას მოგეხსენებათ, რომ გუნდები, რომლებიც კატალონიელებს უპირისპირდებია, თითქმის ვერ ქმნიან 100%–იან მომენტებს, რაც იწვევს ვიქტორ ვალდესის “უსაქმურობას”. ამ სეზონში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 72–ჯერ მოახერხეს “ბლაუგრანას” კარში დარტყმა და ვალდესმა 58 შემთხვევაში ბრწყინვალედ იასპარეზა. ვალდესმა თითქმის ყველა ლა ლიგის თამაშში მიიღო მონაწილეობა, გარდა სამისა, სადაც მუხლის ტრავმის გამო პინტომ ჩაანაცვლა და არცთუ ურიგოდ.
