ახალი ამბავი არავისთვისაა, რომ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, მეტოქე გუნდის სკაუტები მეტოქის ფეხბურთელებს აკვირდებიან, რათა მათი სუსტი მხარეები შეისწავლონ. Marca-მ ამის შესახებ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
2005/06 სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონა” “ჩელსის” უნდა შეხვედროდა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მისი თანამშრომლებისგან “ბარსელონას” საკვანძო მოთამაშეების სუსტი და ძლიერი მხარეების ჩამონათვალი მიიღო.
რონალდინიო ასე იყო აღწერილი: “მცველებს არ ეხმარება და ძალიან ცუდად თამაშობს დაცვაში. მუდმივად სიმულიანტობს – ადვილად ეცემა.”
კარლეს პუიოლი: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მსაჯს ეკამათება როცა მასზე ჯარიმდებიან. პროვოკაციებს ადვილად ეგება. ცუდად არჩევს პოზიციას. ცუდად მეთაურობს დაცვას (ცდილობს ხელოვნური თამაშგარეს გაკეთებას, როცა ეს შეუძლებელია).”
მიუხედავად იმისა, რომ სკაუტებმა რონალდინიოს და პუიოლს ბევრი ნაკლი შენიშნეს, ლიონელ მესის და ანდრეს ინიესტას კარგი თვისებები მათ არ გამოპარვიათ.
ანდრეს ინიესტა: “გუნდს ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან ეხმარება. ძალიან დინამიური მოთამაშე. მოძრაობის სიჩქარე. მთელს მოედანზე მუშაობს. ტექნიკური ფეხბურთელი.”
ლიონელ მესი: “ბურთი წინ მიაქვს, ამით კი ხელს უწყობს გუნდს შეტევაში. შესანიშნავია ერთი ერთზე.” დადებითი მხარეების მიუხედავად არგენტინელს ნაკლიც მოუძებნეს: “მარჯვენა ფეხს ვერ იყენებს.”
მოურინიოს სკაუტების “შესანიშნავი” მუშაობის მიუხედავად “ბარსელონამ” მაინც მოახერხა მისი გუნდის დამარცხება ორი მატჩის ჯამში (3:2). სეზონის ბოლოს კი კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ.




ძაან გატეხავს რონალდო თუ არ ათამაშეს
ანდე ვილაშ ბოაშის ანალიზია როგორც ვნახე ეს.
Me 1 matchu vucod da orive ro gamitovos aiaxss mogebis shansi eqneba
ისეც ექნებათ შანსი რონალდომ ორივეშიც რო ითამაშოს
ოჰ, თვითონ რომ ყავდა უნაკლო ფეხბურთელები იმიტომ იყო ტიტულს ტიტულზე რომ იგებდა:)) ბარსას ფეხბურთელების ანალიზს ჯობდა თავისი ფეხბურთელების ნაკლები ეძბნა და გამოესწორებინა, ლაყე ეგ
რა სამი ასოც თვითონაა ისეთი სკაუტები ყავს
რონალდინიოს რო დაცვაში თამაში არ უყვარდა და მესის მარჯვენა ფეხი სუსტი აქვს მაგას რათუნდა სკაუტი :დ
მოურინიო მაგარი კრეტინი და კვერცხი ადამიანია მაგას ეგონა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდა მარა თავან ეტირა ყოფა