მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრებს ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” ხილვა არ სურთ

გულშემატკივრებს ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” ხილვა არ სურთ

Mundo Deportivo-მ და Sport-მა ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანფერთან დაკავშირებით კლუბის გულშემატკივერბს შორის გამოკითხვა ჩაატარეს.

Sport-ის გამოკითხვაში ფანების 83%-მა აირჩია პასუხი “არავითარ შემთხვევაში”, 8%-მა “არა”. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ გულშემატკივრების მხოლოდ 7%-ს სურს ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” ხილვა.

Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით კი, ფანების 92% უარყოფითად აფასებს ფრანგის შესაძლო ტრანსფერს.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი 2018 წლის ზაფხულში, “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. გრიზმანმა შესაძლო ტრანსფერისგან საპნის ოპერა მოაწყო, გადაიღო დოკუმენტური ფილმი La Decisión და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა უარი კატალონიელებს. გასაკვირი არაა, რომ გულშემატკივარი მისი ტრანსფერის წინააღმდეგია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 18 მარ 2019, 17:51

    ციტატა: gurgenidze

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: gurgenidze
    ვის მოიყვანთ ამაზე კარგსს ვნახავ ზაფხულში


    ჯობია ის ფეხბურთელი მოიყვანო, ვისაც ბარსა ეყვარება და ყველაფერს გაიღებს გუნდისთვის, ვიდრე გაყოყოჩებული გრიზმანი, დიდი წარმოდგენა რომ აქვს საკუთარ თავზე..ცანცარაა და იმის ნახევარსაც არ აკეთებს, როგორც გაპიარებულია!


    მის თამაშებს რო უყურებდე მაგას ნახავდი რას აკეთებს და რას არ 😀


    მის თამაშებს რომ ვუყურებ მაგიტომ დავწერე smile
    ჩვენ კი არა, მე მგონი უეფამაც მასე იფიქრა, თორემ გრიზმანმა მსოფლიო მოიგო და მოდრიჩს რატომ მისცეს ოქროს ბურთი – მეორე ადგილოსანს? რა, მარტომ გაიყვანა გუნდი ფინალში?
    გრიზმანმა ( უფრო სწორედ გუნდებმა – საფრ.ნაკრებმა და ატლეტიკომ ) მსოფლიოც მოიგო, ევროპის ლიგაც და უეფას სუპერთასიც, მაინც არ მისცეს ო.ბურთი!
    ე.ი. რა გამოდის? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.. wink