workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პასტორე “პალერმოში” რჩება

პასტორე “პალერმოში” რჩება

“პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამბარინიმ, განაცხადა, რომ სილიციური კლუბის ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ გადაწყვიტა გუნდში დარჩენა მომდევნო წელსაც.მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა ევროპული გრანდების მხრიდან, ხავიერ პასტორემ მაინც “პალერმოში” დარჩენა ამჯობინა. მოგეხსენებათ, არგენტინელისთვის “ბარსელონაც” იბრძვის. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პასტორეში იხდიდნენ 50 მილიონს, მაგრამ ფეხბურთელმა სილიციურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

 

“ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” მაინც აგრძელებენ ფეხბურთელის ყიდვის მცდელობას, მაგრამ მარისიო ძამბარინიმ თქვა, რომ იგი არ აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არგენტინელი ხავიერ პასტორეს გაშვებას. “ბარსასთვის” ხავიერის ალტერნატივა ფაბრეგასია, რომელიც დიდი შანსია მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში