მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “ბარსელონაში”, პირველ სეზონში მესისთან პრობლემები მქონდა”

ლუის ენრიკე: “ბარსელონაში”, პირველ სეზონში მესისთან პრობლემები მქონდა”

“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ერთ-ერთ ინტერვიუში კატალონიურ კლუბში თავისი პირველი სეზონი გაიხსენა. ესპანელმა განაცხადა, რომ მას ლიონელ მესისთან უთანხმოება ჰქონდა. 

“სანამ მესისთან ყველაფერი არ დავალაგე, დიდ ზეწოლას ვღებულობდი. მე ამ პრობლემებს არ ვეძებდი, თუმცა თავისით ჩნდებოდა და ამის შესაჩერებლად სწრაფი რეაგირება იყო საჭირო, ახლა კი მესიზე შემიძლია ვთქვა, რომ მან თავისი შესაძლებლობებით ძალიან გამაოცა.” – განაცხადა, ენრიკემ. 

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე “ბარსელონას” 2014-2017 წლებში წვრთნიდა, ამჯერად ასტურიელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 მარ 2019, 13:50

    ციტატა: tigresa
    აი რა პრობლემა შეიძლება მესიმ შეგიქმნას თუ ინტრიგანი არ ხარ? არასოდეს აპროტესტებს სკამზე ყოფნას, რასაც მწვრთნელუ ავალებს იმას აკეთებს თამაშის განმავლობაში, სადაც აყენებს იმ პოზიციაზე თამაშობს და რა ვერ დაალაგა ასეთი


    მესის პრობლემა კარგად ჩანდა ენრიკესთან. ენრიკე თავისი ჭკუით ლეოს ასვენებდა რო არ გადაღლილიყო, მაგრამ მის გარეშე გუნდი პირველ ტაიმს აგებდა და მერე მეორეში შემოყავდა როცა ხედავდა რო საქმე ფუჭდებოდა. ვინაიდან ბარსასთან ყველა გუნდი გოლის გატანის შემდეგ ღრმა დაცვაში ჯდებოდა მარტო ლეოს იმედზე მყოფი გუნდი ვეღარაფერს აკეთებდა მეორე ტაიმში. ამის პიკი ახალი წლის პირველივე თამაშში დადგა, კამპ ნოუზე როცა(ვერ ვიხსენებ) რომელიღაც მეორეხარისხოვან გუნდთან ალბას ავტოგოლით ვმარცხდებოდით, ენრიკემ ისევ მესის დაავალა თამაშის გადარჩენა და როცა ის თამაში მაინც წააგეს ლეო ძალიან გაცოფდა, იმიტომაც რო ეს უკვე დასვენება კი აღარ გამოსდიოდა ენრიკეს ლეოსი არამედ პირიქით მეორე ტაიმში ორჯერ მეტ ენერგიას ხარჯავდა ამათ მიჯ–ლი თამაშის გადასარჩენად. სწორედ იმ თამაშის შემდეგ დააყენა საკითხი, ოღონ არა ისე როგორც აქ ამბობენ ან მე ან ენრიკეო, უბრალოდ თუ არ მათამაშებენ თავიდანვე მაშინ ვიშოვი სხვა გუნდსო, იქ დიდი ხმაური იყო და ხავიმ დააწყნარა ყველაფერი, ენრიკეს კი უთხრეს ლეო ათამაშე თორე დაე-რა გუნდსო. სწორედ ამ თამაშის შემდეგ ბარსას აღარ წაუგია და ტრებლიც მოაყომარეს, ხოლო მესისთან ერთად ნეიმარიც და სუარესიც ორმაგად უკეთესად ათამაშდნენ.

  • messiiesta
    schedule 09 მარ 2019, 22:15

    აუუუ დავიღალე კოუტინიოს საცოდაობით რაა დააჭედონ სკამზე ან დააბეტონონ:₽ ვაბშე სხვაგანაა გეგონება პრობლემებზე ფიქრობს და ვინმეს ხათრით თამაშობს, 11-11ზე ფურცელზეა სტადიონზე 10 კაცითაა ბარსა;)

  • M10 S9 D11
    schedule 09 მარ 2019, 20:50

    მესისთან რო პრობლემა ექნება ტრენერს მინიმუმ სამი ასოა კიდე კაი დროზე მოეგო ჭკუას და მოგვარდა ყველაფერი

  • cule
    schedule 09 მარ 2019, 20:36

    არ მოაგვარებდი და ვისი აჯობებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მგონია 4 წელი გაეჩერებინე ვინმეს.

  • tigresa
    schedule 09 მარ 2019, 20:15

    აი რა პრობლემა შეიძლება მესიმ შეგიქმნას თუ ინტრიგანი არ ხარ? არასოდეს აპროტესტებს სკამზე ყოფნას, რასაც მწვრთნელუ ავალებს იმას აკეთებს თამაშის განმავლობაში, სადაც აყენებს იმ პოზიციაზე თამაშობს და რა ვერ დაალაგა ასეთი

  • givi pavlovichi
    schedule 09 მარ 2019, 20:10

    ამოჩემება იცი ფეხბურთელის და ეგაა შენი ცუდი თვისება. პრობლემები სულ ჰქონდა ,დაჟე პსჟ-თან 6:1 დროსაც ჩანდა. იგივე პრობლემა ჰქონდა გვარდიოლას ,რომელიც გაბრაზდა და წავიდა…გაბრაზებულმა კი ლამის ბარსას დაშლა მოინდომა !