მადრიდის “რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ, სამეფო თასზე “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, “რეალის” ოფიციალური საიტი.
“ეს სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპია. მოვიდა დრო, როდესაც ყველაფერი ჩვენს ხელთაა, თითოეული ტურნირი, სადაც ვმონაწილეობთ. გუნდი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და ჩვენ ერთი მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. დარწმუნებული ვარ, თუ ამას შევძლებთ, წარმატებასაც ვიზეიმებთ.
გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე “ბარსელონასთან” შეხვედრა გახსნილი თამაშით უნდა დავიწყოთ, პირველივე წუთებიდან მთელი ძალები უდა ჩავდოთ გამარჯვებისთვის. ესპანეთის თასი – ერთადერთი ტიტულია, რომელიც “რეალთან” ერთად ჯერ არ მომიგია, სწორედ ამიტომ ძალიან მოწადინებული ვარ და ეს გამარჯვება წელსავე მსურს.” – განაცხადა, ასენსიომ.


ვერც მოიგებ
პერესი თუ გიყიდის ტორე მოგების რა მოგახსენო
წელს დაივიწყე ნუ მომავალ წელსაც ვაფშე დაივიწყე ვერასოდეს ეღირსები :დდდდდ
Imeida verc verasdros moigeb
ეხლა უკვე პრინციპული ამბავია. რეალი შეგხვდა და მოსაგებია ეს თასი. სხვა რომ ყოფილიყო კიდე დაიკიდებდა კაცი თუ წავაგებდით იმდენჯერ მოიგეს მარა ეხლა ბერნაბეუზე ტრადიციულად უნდა აჩვენონ სანახაობა