ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე არასოდეს მალავს თავის აღტაცებას “ბარსელონასა” და “ფურია როხას” ნახევარმცველის ჩავი ერნანდესის მიმართ, იტყობინება Marca. დელ ბოსკემ ისაბრა ჩავის როგორც საფეხბურთო ღირსებებზე, ისე ადამიანურზე:
” ჩავი– არაჩვეულებრივი ყოფაქცევის ადამიანია. ჩვენ მისგან ყოველთვის ჩვეულ თამაშს ველით და ვიცით, რომ იგი თავს დადებს ეროვნული ნაკრებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ბევრი ნამდვილად ვერ იტყვის, რომ ჩავი მსოფლიოში საუკეთესოა არაა. რაც შეეხება ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, მე ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ფეხბურთში ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშეა,” დაასრულა ვისენტე დელ ბოსკემ.
ცნობისთვის ჩავი სულ მალე თავის მე–100 მატჩს გამართავს “ფურია როხას” მაისურით.
