ფრანგული “ლიონის” მეკარემ, ანტონი ლოპესმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ (0:0) კომენტარი გააკეთა. იტყობინება, უეფას ოფიციალური საიტი.
“ბარსელონა” – ეს გამორჩეული გუნდია, ჩვენ კი ყველაფერი ვიღონეთ რათა გოლი არ გაგვეშვა. ჩვენ დავასრულეთ ეს მატჩი და საქმის ნახევარიც შევასრულეთ. ძალიან გვინდოდა გატანა, თუმცა ვერ შევძელით.
მეოთხედფინალში გასვლის შანსები ორივე გუნდს აქვს, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და “კამპ ნოუზე” გოლი გავიტანოთ, ამისათვის კი კარგი ფეხბურთის ჩვენებაა საჭირო, ასევე უნდა ვიყოთ ძლიერები და ნებისმიერი მომენტი უნდა გამოვიყენოთ.” – განაცხადა, ლოპესმა.


ჩემს ფეხებს გაიტანტ თქვენ კამპ ნოუზე