ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთ ლიდერს, პაულო დიბალას, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული შეკითხვები დაუსვეს.
“რომელთან ერთად ვითამაშებდი FIFA-ს? არ ვიცი როგორი გეიმერები არიან, მათთან ერთად არასდროს მითამაშია. მოედანზე კი, ალბათ ორივესთან – შესანიშნავი შეტევა გვექნებოდა.
რომელს დავუთმობდი ბოლო წუთზე პენალტს? ეს რა შეკითხვაა? მე გავიტანდი და ორივეს ერთნაირად გაუხარდებოდა!”
არგენტინელმა ერთ-ერთი მათგანი არც მაშინ აირჩია, როცა კითხვა საჭმლის მომზადებას ეხებოდა.
“აქ ფეხბურთელები ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ალბათ არცერთს. არა მგონია, რომელიმეს ეს კარგად შეეძლოს, ისევე როგორც მე”.
დიბალა და მესი სამი წელია, ნაკრებში თანაგუნდელები არიან, რონალდუ კი პაულოსთან ერთად “იუვენტუსის” შემადგენლობაში ზაფხულის შემდეგ თამაშობს.




კამპ ნოუზე დიდი ალბათობით მოუგებს ბარსა და გავა
აუ მესის პირადად არც იცნობს ტიპიი🤣🤣მოედანზეც იმენა გამარჯობა-გაგიმარჯოთი არიან 😒
ხვალ იმედია ესენი მაინც ითამაშებენ ლამაზად, სვარკა გუნდები ეძახეთ და დღეს სულ არ მეყურა თამაშს მერჩივნა
უუფ იმანაც ისეთი შეკითხვები დაუსვა რო რავიცი ჩამჭრელი პირდაპირ :დდდდდდდდდ