“ლიონის” ნახევარმცველმა, პაპ დიოპმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც დღეს გასამართ შეხვედრასაც შეეხო.
“როგორც ყოველთვის, სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ისე ვითამაშებთ, როგორც “სიტის” წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე (“ლიონმა” პეპ გვარდიოლას გუნდი სტუმრად 2-1 დაამარცხა).
შეიძლება “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ისინი ევროტურნირებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მათ წინა სეზონში გამოცდილება მიიღეს და ახლა უკეთესად ხვდებიან, რომ 90 წუთის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
გასაკვირი არაა ის, რომ წილისყრის შემდეგ კატალონიელებს “ლიონთან” შეხვედრა გაუხარდათ. ესპანეთში ლიგა 1-ს თვალს ხშირად არ ადევნებენ და ასე ამიტომ ფიქრობენ, თუმცა ჩვენ თავდაჯერება, მოტივაცია გვაქვს და ვაპირებთ, მოედანზე ისე გავიდეთ, როგორც ბრძოლის ველზე. “ლიონი” ასე აკეთებს ყველა დიდ თამაშში, დღევანდელის მსგავსი მატჩი კი ხშირად ნამდვილად არ ტარდება და განსაკუთრებულია”. – განაცხადა წარმოშობით სენეგალელმა ფეხბურთელმა, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.




სხვათაშორის ეს მოთამაშე დიოპი ესპანელია
ეს მომავლიდან მოვიდა? :დდდდდდდდ
Mxolod eset matchebshi rogadixart iseti shemartebit rogorc sabrdzolo velze gasvlaa magitomac igebt liga ertss tundac