“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდმა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელები სამეფო თასის ფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, “რეალს” 14 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ “ბარსამ” თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მაინც მოახერხა. ზუსტი სროლების და განსაკუთრებით, ოთხი სამქულიანის წყალობით, კატალონიელებმა 17-1 გაქცევა მოაწყვეს და გარკვეული დროის განმავლობაში იგებდნენ კიდეც. ძირითადი დრო 77-77 დასრულდა.
დამატებითი დროის ამოწურვამდე 21 წამით ადრე, “ბარსა” წინ 5 ქულით იყო – 92-87, თუმცა მადრიდელებმა, კერძოდ კი ენტონი რენდოლფმა და ჯეისი კეროლმა ორი სამქულიანი ჩააგდეს და გუნდი საფინალო სასტვენამდე 4.2 წამით ადრე დააწინაურეს.
უკანასკნელი შანსი “ბარსელონამ” გამოიყენა: ანტე ტომიჩის მიერ მოპოვებული ორი ქულა თამაშში ბოლო აღმოჩნდა და კატალონიურმა გუნდმა პრესტიჟული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.
სულ, “ბარსა ლასას” კოპა დელ რეი 25-ჯერ აქვს მოგებული.


კრის სინგლტონზე ჯარიმა იყო, ჩემი აზრით. "ბარსელონამ" დამსახურებულად მოიგო!
ბოლო წუთზე როგორ გაწირა მსაჯმა ბარსელონა და მადრიდისტები კიდე იძახიან მსაჯელონაო ძაან კარგი ქნეს რო ის ბურთი ჩაუთვალეს
Egenic mglebi yofilan