“ბარსელონას” გერმანელმა კიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა Sport-ის ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა.
– არის თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება ამ სეზონის მიზანი?
– კი, მაგრამ არამხოლოდ ამ სეზონის, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ ყველა ტიტულის მოსაგებად, მაგრამ ზოგ ტურნირზე იღბალი გვკლდება.
– რომში წაგებით რა ისწავლე?
– ჩვენ წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტებით უნდა ვისწავლოთ, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს. ჩვენი პირველი ნაბიჯი არის “ლიონი” და უკვე ბოლომდე ფოკუსირებულები ვართ აღნიშნულ მატჩზე.
– როგორია შენი ევოლუცია კლუბში?
– კარგი. ყოველ მატჩში რაღაცას სწავლობ. ვფიქრობ, კლუბში გატარებულ ბოლო დღემდე ასე გაგრძელდება. მე კარგ გზას ვადგავარ და მსურს, ასევე გავაგრძელო.
– რას იტყვი სილესენზე?
– მატჩებში, რომლებშიც მან ითამაშა ნამდვილად საოცარი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდით კარგი მეკარე მყავდეს. ისეთ კლუბს, როგორიც “ბარსელონაა” იასპერის მსგავსი კიპერი უნდა ჰყავდეს.
– გვყავს მეკარე, რომელიც წლების განმავლობაში აქ იქნება?
– დიახ, ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი. მე ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ ამ ქალაქით. არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს, ამ “ბარსაში”, რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩები.
– ხედავ შენს თავს მომავალ მწვრთნელად?
– ჯერ ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ შესაძლოა. არ ვამბობ იმას, რომ მწვრთნელობით დაინტერესებული არ ვარ, ვნახოთ რა მოხდება.




ტერრ შე კლასნო!
იმენა ბესტია რა ჩვენი შტეგო
ჩემი აზრით ერთერთი კიარა N1 ტრანსფერია ასეთი მაგარი კიპერი ჯერ არ გვყოლია
რა ვისწავლეთ რომასთან წაგრბის მერე? ის რომ არასოდეს არ უნდა ითამაშო ანგარიშის შენარჩუნებაზე
თუ ვინმე დადის გერანელი დედამიწის ზურგზე, ჩემთვის ნ1 გერმანელია
ერთერთი უმაგრესი ტრანსფერია ბარსას ისტორიაში