“ვალენსიასთან” გამართული შეხვედრის 91-ე წუთზე ჟორდი ალბამ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მე-5 გაფრთხილება მიიღო.
“ბარსელონას” განაპირა მცველი ყვითელ ბარათთა დაუშვებელი რაოდენობის გამო “ატლეტიკთან” მატჩს გამოტოვებს. ამ მიზეზით კატალონიურ გუნდს დღეს სერხიო ბუსკეტსი დააკლდა. დისკვალიფიკაციასთან ახლოს არიან ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი (4).
“ბილბაო” – “ბარსას” მატჩი 10 თებერვალს, 23:45 საათზე გაიმართება, ხოლო მანამდე “ბლაუგრანას” კოპა დელ რეის ნახევარფინალში “კლასიკო” ელოდება (06.02.19, 23:55).




ეხლა კიდევ არაფერი აურიონ ამ დებილებმა, როგორც ლევანტემ რო გვიჩივლა, პუჩსაც ხო ლიგაზე ქონდა დისკვალიფიკაცია და თასზე ერთი ამბავი ატეხეს, რაღაცა არ შეეშალოთ.
ხო, ისიც მახსოვს გუშინ რო ყველა ველენსიაზე ბურთის გადახევას აპირებდით, როდის უნდა გადაეჩვიოთ ტრაბახს, ვის რას მოუგებთ, ვისი სახელით ლაპარაკობთ, რა მოედანზე შეხვალთ და იქ "ამოტენით" ბილბაოს, მესის, დემბელეს და ალბას გარეშე? ბილბაოში? 2015 გახსოვთ? თბილისიდან ჩასულები, ევროპის სუპერთასით ჩასულები რო იმენნა ამოგვტენა ბილბაომ გახსოვთ? ის ვალვერდე იყო მაშინ ბილბაოს მწვრთნელი, თქვენ რო მწვრთნელად არ თვლით, მაგრამ ვნახეთ ყველაფერი. გადაეჩვიეთ რა ამ უაზრო ტრაბახს, ფეხბურთელები ფრთხილობენ ყველას ახსოვს ბურთი მრგვალია, მაგრამ აქ თბილისში ყველამ "იცის" რო წელს ტრებლს ვდებთ, ბალენსიას ბურთს ვახევთ თავზე და ეხლა ბილბაო ვინ არის?
ალბა ნამდვილად საუკეთესოა.ნამდვილად არ ღირს გარისკვა და მისი რესურსი რელისთვის არის საჭირო.
მარჯვენა მცველებს რო ყიდულობენ ამის შემცვლელი იყიდონ ბლიად
არაუშავს ამის გარესეც მოვუგებთ ბილბაოს
არ არის ეს კარგი ამბავი, ცოტა ფრთხილად უნდა ყოფილიყო, 91 წუთზე მიიღო და მოეთმინა ცოტა რა იქნებოდა. არ გვყავს მისი შემცვლელი, რობერტოს დაყენება მოგვიწევს მის პოზიციაზე, და ყველამ ვიხილეთ რომ არ არის სასურველი მისი ამ პოზიციაზე თამაში. ვიდალიც მიიღებს ჩემი აზრით, უხეში სტილის მოთამაშეა და სადმე აიკიდებს ასე ვფიქრობ.