მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” “კამპ ნოუზე” ყველაზე სახიფათო მეტოქეა

“ვალენსია” “კამპ ნოუზე” ყველაზე სახიფათო მეტოქეა

დღეს საღამოს, “ბარსელონა” ლა ლიგის 22-ე ტურში “ვალენსიას” უმასპინძლებს. 

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სხვა ესპანურ გუნდებთან შედარებით, “კამპ ნოუზე” “ბარსასთვის” “ღამურები” ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენენ. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში, კატალონიელთა საშინაო არენაზე “ვალენსიამ” ორჯერ გაიმარჯვა. 2013/14 წლების სეზონში, მათ 3-2 მოიგეს, 2015/16-ში კი – 2-1. 

ასე რომ, უკანასკნელ ნახევარ დეკადაში “კამპ ნოუზე” აღებული ქულების მიხედვით “ვალენსია” პირველ ადგილზეა. ამის შემდეგ მოდის მადრიდის “რეალი” (4 ქულა), “ბეტისი” და “სელტა” (3 ქულა). 

1987 წელს, “ვალენსიასთან” 0-1 მარცხი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ტერი ვენეიბლზის თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. კიდევ ერთი წაგება 2002/03 წლებში იყო, თუმცა მაშინ ამას კატალონიელებისთვის დუბლის მოგებაში ხელი არ შეუშლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 02 თებ 2019, 16:18

    მე დიდი ანგარიშით მოგებას ველოდები

  • Bola
    schedule 02 თებ 2019, 15:50

    ამათთან ფეხბურთელების დასვენებაც შეიძლება ჩემი აზრით.საშინელ ფორმაში არიან. თუ რამე შემოვიდნენ მეორე ტაიმში. თუნდაც მესი. შეინახოს თავი კლასიკოებისთვის.

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2019, 15:45

    ეს ვალენსია ნაკლებად სახიფათოა საზიზღარ ფორმაშია ასე რომ მე პირადად მარტივ მოგებას ველოდები