workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
რონალდო: “ბარსა” თუ “რეალი”? მე მადრიდულ კლუბს ავირჩევდი”

რონალდო: “ბარსა” თუ “რეალი”? მე მადრიდულ კლუბს ავირჩევდი”

ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდომ, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის წინ თავისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, განაცხადა, რომ მისთვის “რეალი” “ბარსას”, ხოლო მოურინიო გვარდიოლას ჯობია.

 

კითხვაზე, 10 წლის წინ რონალდოს არჩევანი რომ ქონოდა რომელ გუნდში ითამაშებდა, ბრაზილიელმა სწრაფადვე უპასუხა: “მადრიდის რეალი”.

 

“მე მადრიდში ბრწყინვალე კარიერა მქონდა. იქ ბევრი ტიტული მოვიგე, როგორც საკლუბო, ისე პირადი. რაც შეეხება “ბარსელონას”, იქ მხოლოდ 1 წელი გავატარე. მართალია ეს 1 სეზონი დაუვიწყარი იყო, მაგრამ ამის შემდეგ კლუბთან პრობლემები შემექმნა და სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს. კატალონიელთა მწვრთნელი ბობი რობსონი იყო და ნამდვილად არ წარმოვიდგენდი, თუ მისი დამხმარე ჟოზე მოურინიო ცხოვრებაში ამდენს მიაღწევდა.” –განაცხადა “ელ ფენომენომ”.

 

შეგახსენებთ, რომ ლუის ნაზარიომ თავის კარიერაში (ბრაზილიის ნაკრების ჩათვლით) სულ 620 შეხვედრა ჩაატარა და 420 გოლის გატანა მოახერხა. ეს მართლაც ბრწყინვალე შედეგია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward