“ალ სადის” ფეხბურთელი, ბაღდად ბუნეჯა კატალონიელი ბავშვების აღზრდის საინტერესო მეთოდზე საუბრობს, რომლის შესახებაც მას “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა მოუყვა.
“კატალონიაში “რეალი” არავის უყვარს. ჩავიმ მითხრა, რომ მათ ბავშვობაშივე უნერგავენ “სამეფო კლუბის” სიძულვილს და ამ გრძნობით ზრდიან.”-ამბობს ბუნეჯა.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ჩავი კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს. მედია აქტიურად განიხილავს დიდებული ესპანელი ნახევარმცველის “ბლაუგრანას” სისტემაში დაბრუნების ვარიანტს.



არამარო კატალონიაში მთელს საფეხბურთო სამყაროშიც
aramarto kataloniashi.
აუ რა მაგარი სახელი და გვარი ქვია
