“ბარსელონას” ზამთარში შეტევის გაძლიერების კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს კატარული “ალ სადის” თავდამსხმელი ბაღდად ბუნეჯა.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კლუბის ხელმძღვანელობას მისი ყოფილი გუნდის შემტევის შეძენა სთხოვა. ესპანელი სპეციალისტი ბუნეჯას ძალიან კარგად იცნობს.
29 წლის თავდამსხმელი “ალ სადის” ლიდერად ითვლება. ის გასულ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ალჟირელმა შემტევმა 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა.
ცნობისთვის, ბუნეჯას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 9 თამაში, 11 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.



ძალიან მეეჭვება ამის ადგილი მოიძებნოს გუნდში, სადაც 10-12 კაცი გასაშვებია. სახელფასო უწყისი გადაიწვება მალე.
ამას რას მოვესწარით, ბრაითას ველოდებით სულმოუთქმელად
ვახ ბიჭოო, 2 დღის წინ ვღადაობდი ამაზე ბაღდად ბუნეჯა რატო არ წამოიყვანა თქო და მართლა დაწერეს

სადაც ლუკ დეიონგი მოიყვანეს ვითომ ეს რატოა ცუდი? :დ პროსტა ეს ალჟირელია და ის ჰოლანდიელი? 🤣
რა ზღაპარია ახლა ეს
სტატისტიკა კარგი აქვს. მაგრამ რა ჩემპიონატია და ვის უტანს მაგ გოლებს ეგ არის გასარკვევი. იქნებ ეგ ინფორმაცია მოიპოვოთ
რავი მე მაინც ჭორი მგონია, გაძლიერება ნამდვილად გვჭირდება და ჩემი აზრით ჩავი შეარჩევს შესაბამის კანდიდატებს
აგუეროს მაგივრად არ არის ცუდი იჯარით ან თუნდაც კაპიკებში რო მოიყვანონ.
კაცს მესისთან, ეტოოსთან, ანრისთან, სუარესთან, ვილასთან და ტორესთან აქვს ნათამაშები და ბიუჯეტური თავდამსხმელის არჩევა არ შეეშლება. ვინც არ უნდა მოიყვანოს, თუ არ გონია რომ სქემაში ჩაჯდება, სახელის გამო მაინც არ მოიყვანს.
კაი ბიჯო ზღაპარია არ დაიჯეროთ
6 თვიანი იჯარით აიყვანონ და თუ გაამართლა, კიდევ 1 წელი გაუხანგრძლივონ.
ოო ეხლა ნუ გაატრაკებ ბატონო ჩავი
ერიჰაააა 😃
ძალიან შედეგიანი კია რამდენად მართალია არვიცი. იმ ბიუჯეტით რაც გვაქ დროებით კარგი იქნება ჩავიმ თუ ითხოვა :))