მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბას ბედი თებერვალში გადაწყდება

ალბას ბედი თებერვალში გადაწყდება

ჟორდი ალბას მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. ფეხბურთელი ყოველთვის ამბობს, რომ კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაფორმებულა. 

კატალონიური Sport-ის ცნობით კი, შეთანხმება, სავარაუდოდ, თებერვალში მიიღწევა. აქამდე, “ბარსელონა” სხვა ფეხბურთელების საქმეების მოგვარებით იყო დაკავებული და ალბასთან ურთიერთობა პრიორიტეტი არ იყო, ახლა კი ხელმძღვანელობა ისევ მას მიუბრუნდა. თებერვალში, “ბარსას” და ალბას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება. 

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა – 27 ნოემბერს, თუმცა ფეხბურთელის აგენტს შეთავაზება არც განუხილავს. 

ესპანეთში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ტურინის “იუვენტუსი” ადევნებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2019, 22:30

    დროზე ქენით დროზე