დღეს ”ბარსელონამ” ვარჯიში გამართა, რომელსაც პირველი გუნდის მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ პინტო, ალვეში, ფონტასი, კეიტა, ხეფრენი და ბოიანი.
ადრიანომ ვარჯიში გიმნასტიკის დარბაზში ჩაატარა. პედროს, მაქსველსა და პუიოლს კვლავ ტრავმები აწუხებთ.
დღევანდელ ვარჯიშს უძღვებოდნენ პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე. მოგეხსენებათ, ”ბარსა ბ”-ს შაბათს ”ალკორონის” წინააღმდეგ თამაში ელის.
პირველი გუნდის ფეხბურთელებს ხვალ დასვენების დღე აქვთ. ისინი ვარჯიშს ხუთშაბათს, ესპანეთის დროით 11:00 საათზე დაუბრუნდებიან.



