დიდი ალბათობით ესპანელ ნახევარმცველს ინგლისის დედაქალაქში ვიხილავთ.
გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” დენის სუარესს 6-თვიანი არენდის წესით აიყვანს. ასევე, ინგლისში გამგზავრებამდე დენისი “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2021 წლამდე იქნება ძალაში.
სავარაუდოდ, მხარეები უახლოეს მომავალში მოაგვარებენ გარიგების დეტალებს. კატალონიელები ნახევარწლიანი არენდის სანაცვლოდ ორ მილიონ ევროს მიიღებენ. მათი მთავარი პირობა ხელშეკრულების გახანგრძლივება იყო.
ამრიგად, ზაფხულში “არსენალს” სუარესის გამოსყიდვა შეეძლება, თუმცა ვალდებული არ იქნება.
შეგახსენებთ, 25 წლის ნახევარმცველის გადაბირება “სევილიასაც” და “ბეტისსაც” სურდათ, რომლებიც სრული ტრანსფერის ვარიანტს განიხილავდნენ. თუმცა, თავად ფეხბურთელმა უნაი ემერის გუნდი არჩია.




ძაან კაი წავიდეს იმენა ზედმეტი ბარგია გუნდისთვის
გუნდს არა აქვს უფლება ძალით გაუშვას ფეხბურთელი იქ სადაც მას არ უნდა, თორემ პსჟ უკვე გაუშვებდა რაბიოს ბარსას ჯინაზე სადმე. ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვამდე ვერავინ ვერ გაუშვებს ძალით და იქ სადაც არ უნდა, ასე რო არ იყოს ბარსას 3-4 კაცის გაშვება ძალიანაც უნდა მაგრამ ვერაფერს ვერ იზავენ.
აი როგორ აფასებენ მაინც ფეხბურთელის სურვილს და მაინც არსენალში უშვებენ იმის მიუხედავად რომ გუნდს ნაღდად არ აწყობს ასე გაშვება
მილანში წადი დენის.