“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, “ჟირონასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“მეტოქის ბომბარდირებიდან გამომდინარე დასაწყისშივე ვხვდებოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. აქცენტის საჰაერო ორთაბრძოლებზე გაკეთების შემთხვევაში უთუოდ დავიჩაგრებოდით – “ჟირონას” ცენტრალური მცველები ძალიან მაღლები არიან.
პრესინგის პირველი ტალღის გადალახვის შემდეგ სიტუაცია გამარტივდა, მაგრამ მეორე სართულზე მათი უპირატესობა მოსვენებას მაინც არ გვაძლევდა.
წარმატებული სვლა უნდა გავაგრძელოთ. მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს, თუმცა, ჯერ გარანტირებული არაფერია. ტიტულისკენ მიმავალ გზას მეტოქეებიც უდანაკარგოდ გადიან. წინ უამრავი შეხვედრაა.“-ამბობს ბუსკეტსი.




ეჰ ბუსის დრო მიდის ://
შენ ძაან გაქვს მოკლებული ძაან