ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ჟირონა” დაამარცხა.
ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა “მონტილივიზე” გამართული შეხვედრა 2:0 მოიგო. ნელსონ სემედუმ კატალონიური გრანდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი აიტანა, ხოლო გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესსა და ფილიპე კოუტინიოს სხვაობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ. ამრიგად, “ატლეტიკოსთან” სხვაობა კვლავ 5 ქულამდე გაიზარდა.
მოქმედი ჩემპიონები სატურნირო ცხრილში 49 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. “ბლაუგრანა” ლა ლიგის ეგიდით მომდევნო მატჩს 2 თებერვალს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.




მე
აი ნამდვილად, თუნდაც კოუს რო გაეტანა თამაშის დასაწყისში, ხო უფრო ადრე გატყდებოდა ჟირონა და ხო არ დაგვჭირდებოდა ამდენი ვალიდოლი.
აქ კომენტარებს გადავხედე და მინდა რაღაც ვთქვა: დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ადვილია ყოველ 3 დღეში ჩაატარო თამაში ისე რომ ყოველთვის ძაან მაგარ ფორმაში იყო და ფრინავდე? არა! არ არის ადვილი! ხოდა სწორედ ეს დაემართა დღეს რამოდენიმე ფეხბურთელს! არაუშავს გამოსწორდება ყველაფერი, მთავარია მობილიზება და რწმენა ჩვენი საყვარელი გუნდის!
კიი მაგარი უპრობლემოდ მოვიგეთ ერთადერტი თავზე დაგვახიეს ბურთი მეტი არაფერი ://///
მიუხედავათ იმისა რომ ბევრი ფეხბურთელი საშინლად გამოიყურებოდა, და ბევრი მომენტიც გავაფუჭეთ, მაინც შეიძლება ითქვას რომ ადვილი მოგება გამოვიდა. მაგრამ ფაქტია ამ ფეხბურთით შორს ვერ გავფრინდებით.
2 კოუმ გააფუჭა და 2 ჯეკამ 100%-ანი საგოლე მომენტები, ამ კოუს ვაბშე ძინავს რა
ბიჭებო მოკლედ ჩემი სევდიანი ისტორია მინდა დავწერო ორი სიტყვით 400 ლარს ვიგებდი და "მეტობა მეწერა" სუარეს და კოუტინიოს მოკითხვა ჩემგან
იზი ფიზი ლემონ სქვიზი