მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლებელია თუ არა 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა?

შესაძლებელია თუ არა 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა?

ესპანეთის სამეფო თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” “ბარსელონას” 2:0 მოუგო. კატალონიურ გრანდს საშინაო არენაზე 2-ბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა და ტიტულის ზედიზედ მეხუთედ მოგებისკენ მიმავალი გზის გაგრძელება მოუწევს.

“ბლაუგრანასთვის” მსგავსი შემთხვევა უცხო არ არის – 1966 წელს “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “მალიორკასთან” 0:2 წააგეს, ხოლო საპასუხო მატჩში 5:1 იმარჯვეს.

სამწუხაროდ, წარუმატებელ მცდელობათა რაოდენობა ბევრად მეტია – კატალონიელებმა ამ სიტუაციასთან გამკლავება 6-ჯერ ვერ მოახერხეს. თუმცა, ეს ყველაფერი ამჟამინდელ “ოქროს ხანამდე” მოხდა, რომლითაც თითოეული “ბარსას” ქომაგი სიამოვნებას იღებს. ბოლო წლებში არაერთხელ ვნახეთ, რომ “კამპ ნოუს” კედლებში “ბლაუგრანასთვის” შეუძლებელი არაფერია.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ესპანეთის სუპერთასის პირველ ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონა” ანდალუსიაში 3:1 დამარცხდა. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა საპასუხო მატჩი 4:0 მოიგეს (ლეო მესიმ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა). აღნიშნულ სეზონში “ბლაუგრანამ” თავის კოლექციას ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ტიტულებიც შემატა. იმ პერიოდიდან დღემდე სერხიო ბუსკეტსმა, ჟერარ პიკემ, სერჟი გომესმა და ხესუს ნავასმა მოაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში განცდილი მარცხის მიუხედავად, “ბარსელონამ” კოპა დელ რეის მიმდინარე გათამაშებიდან “ლევანტე” გამოთიშა (1:2, 3:0).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 26 იან 2019, 14:51

    ციტატა: buka971
    ვალვერდემ პირველ მატჩში ისეთი შემადგენლობით ითამაშა ეკიდა, კოპა ჩემი აზრით არ ღირს ძალების დახარჯვა ამ თასზე უკვე ძალიან ბევრჯერ მოვიგეთ წელს პრიორიტეტი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა !!!


    აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ვასკესის სიტყვების შემდეგ ეს აუცილებელია.

  • buka971
    schedule 26 იან 2019, 14:28

    ვალვერდემ პირველ მატჩში ისეთი შემადგენლობით ითამაშა ეკიდა, კოპა ჩემი აზრით არ ღირს ძალების დახარჯვა ამ თასზე უკვე ძალიან ბევრჯერ მოვიგეთ წელს პრიორიტეტი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა !!!

  • Z_A_R_D_O
    schedule 26 იან 2019, 11:20

    6-1 ის მერე ეს 2-0 არაფრად მიმაჩნია.

  • Basi
    schedule 26 იან 2019, 00:58

    romoindomon qvas-qvazee ar datoveben seviliasgan magram
    armindaa copas tasistviss daxarjon dzalebii chempionta ligis finali mindaa ligis da laligiaa titulii
    copa xels sheushliss ufroo.gadagliss gundss
    daikidon ubralod sachiroaa daikidon
    zedized 4 jer moiges

  • dembele11
    schedule 26 იან 2019, 00:13

    Bიჯები არსენალი მანცჰესტერის ლინკი დადეთ რაა თუ გაქვტ

  • messi2017
    schedule 25 იან 2019, 23:58

    რა უნდა სევილიასთან მოგებას კამპნოუზე ყველა უძლურია და ნახევარ ფინალში რეალი მინდა

  • M10 S9 D11
    schedule 25 იან 2019, 23:24

    4 ბურთიანი სხვაობა გავაქვს ამოქაჩული თან ვისთან პესეჟესთან და სევილია ვინ ცემი ბენზზემაა 2 ბურთიანი სხვაობა რო ვერ ამოვქაჩოთ ბოლობოლო მილანს გადავუარეთ რომელსაც 2 ბურთიანი უპირატესობა ქონდა

  • grizmann
    schedule 25 იან 2019, 22:29

    თუ მესი ხასიათზე იქნება მარტო მოიგებს მაინც სევილიაა და ყველაზე მეტი გოლი მაგისთვის აქ გატანილი wink

  • რაღაცნაირი
    schedule 25 იან 2019, 22:07

    გასაგებია და ლოგიკურია რომ ყველა გუნდის მთავარი მიზანი ლიგაა , მაგრამ ეს წვრილმანი მიზნები ვიღაცისთვის დიდია და ერთი კოპას დედაც და ჟანგიანი თასები ცოტა ძაან ცუდად ჟღერს… წარმოიდგინეთ ახლა ხეტაფემ ან ასეთმა სხვა კლუბმა რომ მოიგოს რამხელა რაღაც იქნება. ბარსას რო ეკიდოს ეს ლიგა ლევანტეს გაატარებდა შემდეგ ეტაპზე … წააგო იბრძოლა გავიდა .ჩემი აზრით იგივე იქნება ახლაც.

  • Don_Andresito
    schedule 25 იან 2019, 21:32

    თუ მოინდომეს სევილიისგან არაფერი დარჩება. მარა გასვლა ნიშნავს კიდე 2 ოთხშაბათის თავისტკივილიან თამაშს რომელიც ნამდვილად დაგვღლის. ასე რომ წაგება არ გამიტყდება. პროსტა რეალი უტიტულოდ რო არ დარჩება ეგაა ცუდი. 100 % ით წაიღებს თასს. ატლემ თავი ჩაიხსნა გაცილებით ადრე და მთელი ძალა ლა ლიგისკენ წავა. თან ლიგიდანაც გამოვარდებიან სავარაუდოდ. და სერიოზული კონკურენტი გვეყოლება ლა ლიგაში. იგებენ 1-0 ებს და არიან. თან ისიც ცუდია რო რეალთან თამაშის შანსს ხელიდან ვუშვებთ, როცა ავკენწლავთ ნამდვილად. ამიტო გასვლა უფრო მინდა. პროსტა პიკეს ერთი გამოპიკევება ან რობბერტოს ჩვეული ქმედება, ან ვალვერდეს გენიოსობა და მალკომის ან ბოას ძირითადი და კარგად ვიყოთ. თუ ისე ჩმორივით არ ითამაშა სევილიამ როგორც ბერნაბეუზე გაგვიჭირდება გოლის არ გაშვება და აქეთ 4 ის გატანა. თან დემბოც გვაკლია

  • ლორდ ინიესტა
    schedule 25 იან 2019, 21:31

    გამარჯობათ მე ახალივარ :დ ბარსას სტაჟიანი გულშემატკივარი <3 ამთემასთან არანაირ კავშირშიი არაა მარა დეიონგი ძაან გამისწორდა კლასნია მოედნის საოცარი ხედვით <3

  • გიგა
    schedule 25 იან 2019, 21:26

    გააჩნია რამდენად სერიოზულად მიუდგებიან საქმეს , კონცენტრაცია და შეხედულება გადაწყვეტს ყველაფერს. თუ ძალების დაზოგვა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობაა პრიორიტეტი, კი ბატონო, მაგრამ შანსებიც უნდა შეფასდეს, სად ესპანურ გუნდებში მოიპოვო ლიდერობა და სად სხვა ქვეყნების ლიდერებს შორის, ვფიქრობ ვალიკო წელსაც წაკრავს ფეხს ფლეიოფში რამეს და კრახად დაუსრულებს სეზონს. მგონი ყველა საჩემპიონო დაპირისპირებას აქვს მნიშვნელობა და დასათმობი არცერთი მატჩი არაა აწი…

  • romani23
    schedule 25 იან 2019, 21:20

    ჩვეულებრის სიტუაციაში შესაძლებელია თამაშით და მინდორზე ორი და სამი გოლის გატანაც რომ არა ამ თამაშის პლეი-ოფის ფორმატი და უშუალოდ ამ თამაშის გადარჩენის შანსი მხოლოდ ერთია… ვალვერდე უნდა გამოამწყვდიო სადმე ჭურში და არ გამოუშვა იქედან თამაშის დასრულებამდის და გუნდი კი მის უმისოდ უფრო შანსიანია ვიდრე მისი ხელმძღვანელობით.

  • Messi, Iniesta
    schedule 25 იან 2019, 21:20

    შეიძლება იფიქროთ რომ კოპას ყოველ წელს ვიგებთ და აღარ გვინდა მაგრამ თუ მეხუთეჯერ მოვიგებთ და ბარსას ისტორიაში კიდევ ერთი წარმატება თუ ჩაიწერება რამოხდება? რადაშავდება? არაფერი! თანაც წელს ტრიპლეტი უნდა დავდოთ და აუცილებელია ყველა-სამივე ტიტულის მოგება!

  • BOB MARLEY 13
    schedule 25 იან 2019, 21:16

    სადაც მესი და სუარესი თამაშობს ყველაფერა შესაძლებელი smiling_imp