“ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, დენის სუარესი, რომელსაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც RAC1 იტყობინება, ლონდონური კლუბი მზადაა, რომ 25 წლის ესპანელის იჯარის სანაცვლოდ კატალონიელებს 2 მილიონი ევრო დაუთმოს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ფეხბურთელის 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობასაც.
“ბარსელონას” სურს, რომ “არსენალში” იჯარით გადაბარგებამდე დენის სუარესს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივოს. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.




როგორ მენანება ეს რა
ასეთი ტეხნარი იგროკი გყავდეს და არ იყენებდე კაი რა 
გაუშვით მეორე მწვრთნელი დაინიშნა ეს რაც ბარსელონაშია და მაინც არ ითვლება ძირითადის ფეხბურთელად..რაღას აწვალებთ