დღევანდელ შეხვედრაში “ბარსელონამ” თასის საპასუხო შეხვედრაში “ლევანტე” საკუთარ მოედანზე გაანადგურა (3:0), ორი მატჩის ჯამში კატალონიელებმა შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს (4:2).
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ამ ტურნირზე უკვე ზედიზედ 22-ჯერ გაიმარჯვეს (ორმატჩიან დუელში და ფინალში) რაც რეკორდული მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ზემოთხსენებული თასი 30-ჯერ აქვს მოგებული, გასულ სეზონში კი ეს ზედიზედ მეოთხედ მოახერხა, რაც აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.




წელს ზედიზედ მეხუთედ დადებენ