ლა ლიგის მე-19 ტურში, “ბარსელონამ” “ეიბარი” დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.
ანგარიში ლუის სუარესმა მატჩის დაწყებიდან 19 წუთში გახსნა, მეორე ტაიმის პირველ ნახევარში კი კატალონიელებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს. 53-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა, 59-ზე კი სუარესმა დუბლი გაიფორმა.
ამ მოგების შემდეგ, “ბარსა” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. გუნდს 43 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ “ატლეტიკოსთან” კი სხვაობა 5 ქულაა.



