კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველი, დენის სუარესი დიდი ალბათობით სეზონის მეორე ნახევარს ლონდონის “არსენალში” გაატარებს.
25 წლის ფეხბურთელი “მეთოფეებს” იჯარის წესით შეუერთდება.
სუარესს “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, იჯარის პუნქტში კი გამოსასყიდი თანხაც იქნება აღნიშნული.
ცნობისთვის, დენის სუარესი და “არსენალის” თავკაცი, უნაი ემერი უკვე მუშაობდნენ ერთად “სევილიაში”.




ეხლა იჯარით გაუშვებენ, მერე არსენალი არ გამოისყიდის და ისევ დააბრუნებენ. მერე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და წა ვა მუნირისავით უფასოდ. პირდაპირ უნდა გაყიდონ
ბოლოსკენ გამოცოცხლდა ესეც..გუშინ რამაგრა ათრია საჯარიმოში სასტავი .დ