“ბარსელონას” ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, “ლევანტესთან” მატჩი შეაფასა.
“თამაშის კარგად დაწყება აუცილებელია, ჩვენ კი ეს არ გავაკეთეთ და შედეგიც მალევე მივიღეთ. თუმცა, ჯერ კიდევ 90 წუთია სათამაშო და რა თქმა უნდა, “კამპ ნოუზე” “ლევანტესთვის” დრო სწრაფად არ გავა.
როტაციებით შედეგის გამართლება არ შეიძლება. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. სიმართლე ისაა, რომ გუნდმა კარგად ვერ ითამაშა.
არ ვიცი, ნეიმარის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სიმართლეა თუ არა. გასახდელში ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს, მაგრამ ახლა ეს არ გვაინტერესებს”. – თქვა ალენიამ.



ვერ გაამართლებ კი არა ვერ დააბრალებ