“ბარსელონას” მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება ფრანგულ Le Parisien-ს საერთოდ არ აინტერესებს და დღეს გვაცნობებს, რომ კატალონიურმა კლუბმა და პსჟ-ს ნახევარმცველმა, ადრიან რაბიომ ფეხბურთელის სამომავლო ხელფასთან და ბონუსებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. პარალელურად კი, “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს, მაგრამ სიტუაცია ამ კვირაში შეიცვლება.
ასევე ფრანგული L’Equipe ამატებს, რომ ეს მდგომარეობა რაბიოს “ბარსაში” გადმოსვლის გარანტიას არ იძლევა. ფეხბურთელს და მის აგენტს კონტაქტი სხვა კლუბებთან, მათ შორის “ლივერპულთან”, “ტოტენჰემთან” და “იუვენტუსთანაც” აქვთ.

ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე პრესაში ჭორაობა უნდა აიკრძალოს, წაიღეს უკვე ტვინი.

მაინც სათათადარიგი მოთამაშე იქნება !!!
დარჩეს შეიხებში !!!
დნმ/ტრუხილიო